-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
b 1995 წელს მეცნიერებმა უცნაური რამ შეამჩნიეს ოდესმე დანახულთაგან ყველაზე დაშორებულ ვარსკვლავს (SN 1995K), რომელიც თავის გალაქტიკაში აფეთქდა. მეზობელი გალაქტიკების ზეახალი ვარსკვლავების მსგავსად, ის ვარსკვლავი ძალიან კაშკაშა გახდა და შემდეგ ნელ-ნელა გამქრალდა, მაგრამ ეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა, ვიდრე მანამდე დაფიქსირებულ სხვა შემთხვევებში. ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ მოცემული იყო ამ მოვლენის გრაფიკი და იხსნებოდა: „სინათლის მრუდის ფორმა. . . წაგრძელებულია დროის ღერძის მიმართ ზუსტად იმდენად, რამდენიც მოსალოდნელია გალაქტიკისგან, რომელიც დაახლოებით ნახევარი სინათლის სიჩქარით გვცილდება“. რა შეგვიძლია დავასკვნათ აქედან? ეს „ჯერჯერობით ყველაზე საუკეთესო მტკიცებაა, რომ სამყარო მართლაც ფართოვდება“.
-
-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
ფაქტები დასაწყისზე მეტყველებს
თითოეული ვარსკვლავი, რომელსაც ხედავთ, გალაქტიკა ირმის ნახტომს ეკუთვნის. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ეგონათ, რომ მხოლოდ ეს ერთი გალაქტიკა არსებობდა. ალბათ, იცით, რომ დიდი ტელესკოპებით დაკვირვებებმა სულ სხვა რამ ცხადყო. ჩვენს სამყაროში შედის სულ ცოტა 50000000000 გალაქტიკა. 50 მილიარდი ვარსკვლავი კი არა, 50 მილიარდი გალაქტიკა, თითოეული თავისი მილიარდობით მზისმაგვარი ვარსკვლავითურთ. მაგრამ 20-იანი წლების მეცნიერული შეხედულებები უზარმაზარი გალაქტიკების საოცარმა რაოდენობამ კი არ შეარყია, არამედ იმ ფაქტმა, რომ ისინი მოძრაობდნენ.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი: როცა გალაქტიკის სინათლე პრიზმაში გაატარეს, სინათლის ტალღები დაგრძელებული ჩანდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის დიდი სიჩქარით გვცილდებოდა. რაც უფრო შორს იყო ჩვენგან გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად გვცილდებოდა. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ სამყარო ფართოვდებაb!
ჩვენ შეიძლება არც პროფესიონალი ასტრონომები ვართ და არც მოყვარულები, მაგრამ ვხედავთ, რომ გაფართოებად სამყაროს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ჩვენი წარსულისთვის — ალბათ, არანაკლები მნიშვნელობა ექნება თითოეული ჩვენგანის მომავლისთვისაც. რაღაცას უნდა დაეწყო ეს პროცესი — ძალას, რომელიც სამყაროს მიზიდულობის ძალაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო. ამიტომ საფუძვლიანი იქნებოდა გვეკითხა: რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი დინამიკური ენერგიის წყარო?
თუმცა მეცნიერების უმრავლესობა მიდის იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ძალიან მცირე, მკვრივი საწყისი (სინგულარული მდგომარეობა) ჰქონდა, ჩვენ ვერ გავექცევით მთავარ საკითხს: „თუ ოდესღაც წარსულში სამყარო ზემცირე ზომასა და უსაშველოდ მაღალი სიმკვრივის სინგულარულ მდგომარეობას ძალიან უახლოვდებოდა, იძულებული ვართ ვიკითხოთ: რა იყო მანამდე და რა იყო სამყაროს გარეთ? . . ჩვენ წინაშე დგება დასაწყისის პრობლემა“ (სერ ბერნარდ ლოველი).
ამაში კი უსაზღვრო ენერგიის წყაროზე მეტი იგულისხმება. წინდახედულება და ინტელექტიც არის საჭირო, რადგან, როგორც ჩანს, გაფართოების ტემპი ძალიან კარგად არის დარეგულირებული. „სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, — თქვა ლოველმა, — აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. . . ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაფსირება დაემართებოდა. ამასთანავე, არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე“.
-
-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
[სურათები 14 გვერდზე]
ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა (1889—1953) დაასკვნა: შორეული გალაქტიკებიდან მოღწეულ სინათლეში შენიშნული წითელი წანაცვლება ცხადყოფდა, რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება და, აქედან გამომდინარე, მას დასაწყისი ჰქონდა.
-