-
პრობლემები გერებსა და ახალ მშობლებს შორისსაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ერთმა მამინაცვალმა აღიარა: «ნამდვილად არ ვიყავი მზად გერების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებთან შესახვედრად. ვფიქრობდი: „რადგანაც მათს დედაზე დავქორწინდი, მათი მამა ვარ“. ამაში რთულს ვერაფერს ვხედავდი. არ მესმოდა მათი სიყვარული ღვიძლი მამისადმი, რის გამოც ბევრ შეცდომას ვუშვებდი».
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ერთი მამინაცვალი აღწერს სიძნელეებს, რომლებსაც წააწყდა: „ხშირად იმდენად ვიყავი შეწუხებული ჩემი გრძნობებით, რომ გერების და ცოლის ემოციებს ვეღარ ვაანალიზებდი. უნდა მესწავლა, რომ ნაკლებად მგრძნობიარე ვყოფილიყავი; ყველაზე მნიშვნელოვანი კი თავმდაბლობის სწავლა იყო“. მას სიყვარული დაეხმარა შეცვლაში.
ღვიძლი მშობელი
სიყვარული ოჯახიდან წასულ მშობელთან ბავშვების ურთიერთობით გამოწვეულ პრობლემებსაც აგვარებს. ერთი მამინაცვალი გვიზიარებს: „მინდოდა, რომ გერებს მე უფრო მეტად ვყვარებოდი. როდესაც ისინი თავიანთ მამას მოინახულებდნენ, მიჭირდა, თავი შემეკავებინა და ცუდი არაფერი მეთქვა მასზე. როდესაც ბავშვები მისგან კმაყოფილები ბრუნდებოდნენ, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, თუ უკმაყოფილოები ბრუნდებოდნენ, — მიხაროდა. მეშინოდა, არ დამეკარგა მათი სიყვარული. ყველაზე რთული კი იმის შეგრძნება და აღიარება იყო, რომ ღვიძლი მამა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ ცხოვრებაში“.
ნამდვილი სიყვარული დაეხმარა ამ მამინაცვალს, ეღიარებინა ფაქტი, რომ გერები დაუყოვნებლივ ვერ შეიყვარებდნენ. მას არ უნდა ეგრძნო თავი უარყოფილად, თუ ბავშვები მაშინვე არ ღებულობდნენ. ის მიხვდა, რომ ბოლომდე მაინც ვერასოდეს შეცვლიდა მათს გულებში ღვიძლ მამას. ბავშვები ღვიძლ მამას ადრეული ასაკიდანვე იცნობდნენ, მამინაცვალი კი მათს ოჯახში ახალი შემოსული იყო და უნდა დაემსახურებინა სიყვარული. მკვლევარი ელისაბედ აინშტაინი ამბობს იმას, რაც არაერთმა გამოსცადა: „ვერასოდეს, ვერასოდეს შეძლებს ვინმე ღვიძლი მშობლის შეცვლას. ის მშობელიც კი, რომელიც მოკვდა ან რომელმაც მიატოვა ოჯახი, მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს ბავშვების ცხოვრებაში“.
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ერთი ქრისტიანი უხუცესი მოგვითხრობს, რომ ხშირად რთული იყო გერების კვირა დილას აყენება, რომ კრების შეხვედრაზე წასულიყვნენ. ჩხუბის ნაცვლად, ის ცდილობდა, სიკეთე გამოევლინა მათდამი; დილით ადრე დგებოდა, საუზმეს ამზადებდა და მათ თბილ სასმელს მიართმევდა ხოლმე. შედეგად ამისა, ბავშვები უფრო მეტად ისმენდნენ მის თხოვნას, ამდგარიყვნენ.
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
რა შეიძლება ითქვას, თუ ოჯახში მამინაცვალია? ბიბლიაში გარკვევით წერია, რომ მამა ოჯახის თავია (ეფესელთა 5:22, 23; 6:1, 2). მიუხედავად ამისა, მას შეუძლია დროებით ცოლს დაუთმოს ეს საქმე, განსაკუთრებით კი დასჯა. მან დედის დარიგებას უნდა მიანდოს ეს საქმე, სანამ საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ ‘[ახალი] მამის დარიგება ისმინონ’ (იგავნი 1:8; 6:20; 31:1). ფაქტებიდან ჩანს, რომ ასეთი რამ მთლიანობაში არ ეწინააღმდეგება ბიბლიაში ჩაწერილ მეთაურობის პრინციპს. ერთი მამინაცვალი ამბობს: „მახსოვდა, რომ აღზრდაში შედიოდა გაფრთხილება, დასჯა და გაკიცხვა. მას კი სარგებლობა მაშინ მოაქვს, თუ სამართლიანობით, სიყვარულითა და თანაგრძნობით აკეთებ და პირად მაგალითს უჩვენებ“.
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
ქალი, რომელიც მეორედ გათხოვდა, აღნიშნავს: «დედისთვის ყველაზე მტკივნეული მეუღლის მიერ შვილების დასჯის ყურებაა, განსაკუთრებით კი, თუ ხედავს, რომ მან იჩქარა ან არ მოიქცა სამართლიანად. ეს მას გულს სტკენს და უნდა, რომ დაიცვას თავისი შვილები. რთულია, ამ დროს ქმარი ოჯახის თავად აღიარო და მხარი დაუჭირო.
ერთხელ ჩემმა ბიჭებმა, რომელთაგან ერთი 12-ის, ხოლო მეორე 14 წლისაა, მამინაცვალს რაღაცის გაკეთების ნებართვა სთხოვეს. მან მაშინვე უარი უთხრა და ოთახიდან ისე გავიდა, რომ არ მისცა საშუალება აეხსნათ, რატომ იყო ის მათთვის მნიშვნელოვანი. ბიჭებს თვალები ცრემლებით აევსოთ; მე კი ვეღარაფერი ვთქვი. უფროსმა შემომხედა და მითხრა: „დედი, დაინახე რა გააკეთა?“ „დავინახე, — ვუპასუხე მე. — მაგრამ ის ოჯახის თავია და ბიბლია გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მას“. ისინი დამჯერი შვილები იყვნენ; დამეთანხმნენ და ცოტა დამშვიდდნენ. იმავე საღამოს ვესაუბრე ჩემს მეუღლეს და მიხვდა, რომ არასწორი ფორმით გამოავლინა მეთაურობა. ის მაშინვე ბავშვების ოთახში შევიდა და ბოდიში მოუხადა.
ამ შემთხვევიდან ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩემმა მეუღლემ ისწავლა, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე საჭიროა მოსმენა, მე კი — მეთაურობის პრინციპისადმი მორჩილება, მაშინაც კი, როდესაც ეს რთულია. ბიჭებმაც მორჩილების აუცილებლობა ისწავლეს (კოლასელთა 3:18, 19). ქმრის გულწრფელმა ბოდიშმა თავმდაბლობის მნიშვნელოვნება დაგვანახვა (იგავნი 29:23). დღეს ორივე ვაჟი ქრისტიანია და უხუცესად მსახურობს».
-
-
ბედნიერების მიღწევა შესაძლებელიასაგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
(რა თქმა უნდა, მამინაცვალმა გერ-გოგონასთან სიფრთხილე უნდა გამოავლინოს და საზღვრები დაიცვას, რომ თავი უხერხულად არ აგრძნობინოს,
-