საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • საჭირო იყო მეტი სინათლე

      ესმოდათ თუ არა ისეთ მამაკაცებს, როგორიც ჰენრი გრუ და ჯორჯ სტორზი იყვნენ, ისე ნათლად ბიბლიური ჭეშმარიტება, როგორც ეს ჩვენ გვესმის? არა. ისინი აცნობიერებდნენ, თუ რა სახის ბრძოლას ეწეოდნენ, როგორც სტორზმა დაწერა 1847 წელს: «კარგად მოვიქცევით, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენ სულ ახლახან გამოვეყავით სულიერი სიბნელის ეპოქას; და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ „ბაბილონური ტანისამოსის“ რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ ვატარებთ, როგორც ჭეშმარიტებას».

  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • ჯორჯ სტორზსაც ამნაირადვე არასწორად ესმოდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მას შეეძლო დაენახა ის სიყალბე, რომელსაც სამღვდელოება უჭერდა მხარს, მაგრამ ზოგჯერ ის მეორე უკიდურესობაში ვარდებოდა. მაგალითად, როგორც ჩანს, ძალიან მტკივნეულად რეაგირებდა მართლმადიდებელი სამღვდელოების შეხედულებაზე სატანასთან დაკავშირებით, სტორზი უარყოფდა იმ აზრს, რომ ეშმაკი ნამდვილი პიროვნებაა. ის უარყოფდა სამებას; მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაინც ეჭვობდა, სულიწმიდა პიროვნება იყო თუ არა. ჯორჯ სტორზი მოელოდა, რომ თავდაპირველად ქრისტეს დაბრუნება უხილავი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ის ფიქრობდა, რომ თანდათანობით ეს ყველაფერი ხილული გახდებოდა.

  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • დაახლოებით 1835 წელს გრუმ გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ბროშურა, რომელშიც სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ მოძღვრების არაბიბლიურობას ამხილებდა. მისი აზრით ეს დოქტრინები სახელს უტეხდა ღმერთს.

      ამ ბროშურას სერიოზული შედეგები უნდა მოჰყოლოდა. 1837 წელს ორმოცი წლის ჯორჯ სტორზმა ამ ბროშურის ერთი ეგზემპლარი ორთქლმავალში იპოვა. სტორზი წარმოშობით ლებანონელი (ნიუ-ჰემფშირი) იყო. ამ დროისთვის კი ქალაქ იუტიკაში (ნიუ-იორკის შტატი) ცხოვრობდა.

      ის მეთოდისტურ-ეპისკოპალური ეკლესიის უაღრესად პატივცემული მსახური იყო. ბროშურამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან მეტად დამაჯერებელი არგუმენტები იყო მოყვანილი ქრისტიანული სამყაროს იმ ძირითადი სწავლებების წინააღმდეგ, რომლებშიც ეჭვი არასდროს შეჰპარვია. მან არ იცოდა, ვინ იყო ამ ბროშურის ავტორი და სულ ცოტა 1844 წლამდე ვერც გაიგო, სანამ ფილადელფიაში (პენსილვანია) არ შეხვდა ჰენრი გრუს (ამ დროს ორივე ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ). მაგრამ სტორზი სამი წლის განმავლობაში თვითონ იკვლევდა ამ საკითხებს და მხოლოდ ეკლესიის სხვა მსახურებთან საუბრობდა ამის თაობაზე.

      ბოლოს ჯორჯ სტორზმა, რადგან ვერავინ შეძლო იმ საკითხების გაბათილება, რომლებსაც ის იკვლევდა, გადაწყვიტა, რომ ღვთისადმი ორგულობა იქნებოდა, თუ მეთოდისტურ ეკლესიაში დარჩებოდა. მან 1840  წელს დატოვა ეკლესია და საცხოვრებლად ქალაქ ოლბანში (ნიუ-იორკის შტატი) გადავიდა.

      1842 წლის გაზაფხულის დამდეგს სტორზმა ექვსი თვის განმავლობაში ექვსი ნაწილისგან შემდგარი ლექციათა სერია წაიკითხა თემაზე „გამოკვლევა საკითხზე — მარადიულად იარსებებს ბოროტება?“. ამან ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ ეს ლექციები გამოაქვეყნა და შემდგომ 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა 200 000-ს მიაღწია. სტორზი და გრუ თანამშრომლობდნენ სულის უკვდავების მოძღვრების წინააღმდეგ გამართულ დებატებში.

  • „ყანაში“ მუშაობა მკის დროის დადგომამდე
    საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ოქტომბერი
    • [ჩარჩო⁄სურათი 28 გვერდზე]

      ის, რაც ჯორჯ სტორზს სწამდა

      იესომ თავისი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაიღო.

      კეთილი ცნობა ჯერ კიდევ არ იყო ნაქადაგები (1871 წ.).

      ამიტომ აღსასრული ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახლოს არ იყო (1871). უნდა ყოფილიყო გარკვეული დრო, როდესაც სამქადაგებლო საქმიანობა შესრულდებოდა.

      იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ.

      აღდგებოდა ყველა, ვინც ისე მოკვდა, რომ ბიბლიური შემეცნების შესახებ არაფერი იცოდა. ვინც ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას გამოავლენდა, დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს მიიღებდა, ვინც უარყოფდა — სამუდამოდ მოისპობოდა.

      სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ სწავლება ცრუ მოძღვრება იყო, რომელიც შეურაცხყოფდა ღმერთს.

      უფლის სერობა ყოველწლიურად 14 ნისანს უნდა აღენიშნათ

      [საავტორო უფლება]

      Photo: SIX SERMONS, by George Storrs (1855)

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება