-
შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი ამ დაქსაქსულ მსოფლიოში!საგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
ვთხოვოთ იეჰოვას, გაგვაძლიეროს
14. როგორ გვეხმარება ლოცვა და რომელი ბიბლიური მაგალითი ადასტურებს ამას?
14 მესამე, რაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, იეჰოვასთვის იმის თხოვნაა, რომ გაგვაძლიეროს. ღმერთს ლოცვაში წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რაც მოთმინებასა და თავშეკავებას გამოგვიმუშავებს. სწორედ ეს თვისებები დაგვეხმარება, რომ კორუმპირებული თუ უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ არ წავიდეთ. ჩვენ სიბრძნეც უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში, რომელმაც შესაძლოა ნეიტრალიტეტის დარღვევამდე მიგვიყვანოს, და გამოსავალი მოვძებნოთ (იაკ. 1:5). თუ ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო დაპატიმრებულნი ვართ ან სხვაგვარ უსამართლობას ვხვდებით, ვთხოვოთ იეჰოვას, რომ ძალა მოგვცეს, გაბედულად დავიცვათ რწმენა და მოთმინებით ავიტანოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა (წაიკითხეთ საქმეების 4:27—31).
15. როგორ დაგვეხმარება ბიბლია განსაცდელის დროს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში? (იხილეთ ჩარჩო „ღვთის სიტყვით გაძლიერებულნი“)
15 იეჰოვას შეუძლია თავისი სიტყვით, ბიბლიით გაგვაძლიეროს. მოდი, ვიფიქროთ იმ მუხლებზე, რომლებიც განსაცდელში მყოფთ ნეიტრალიტეტს შეგვანარჩუნებინებს. ახლავე ჩავიბეჭდოთ გონებაში ეს მუხლები, რადგან შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ ბიბლიის კითხვის შესაძლებლობა აღარ მოგვეცეს. ბიბლია ბედნიერი მომავლის იმედსაც გვიძლიერებს, ეს იმედი კი დევნას მოთმინებით აგვატანინებს (რომ. 8:25). კარგი იქნება, დავიმახსოვროთ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც საუბარია კურთხევებზე, რომელსაც მოუთმენლად ველით, და წარმოვიდგინოთ, რომ სამოთხეში ვართ და ამ კურთხევებით ვტკბებით.
-