-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
ათეისტი მოსამართლე ჭეშმარიტებას იგებს
საბჭოთა რეჟიმის დროს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ვიქტორ სენს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მან ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ ითხოვა, რომ ციმბირში გადაესახლებინათ იმ იმედით, რომ იქ მეტი თავისუფლება ექნებოდა. მისი საქმის განხილვის დროს გაბრაზებულმა მოსამართლეებმა მასზე თავიანთი რისხვა გადმოანთხიეს; ერთმა ისიც კი თქვა, რომ მისნაირი ადამიანები უნდა ჩამოეხრჩოთ ან დაეხვრიტათ.
რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ვიქტორი კონგრესს ესწრებოდა, ერთმა ძმამ ის დაინტერესებულების ჯგუფთან მიიყვანა და ჰკითხა: „იცნობ აქედან ვინმეს?“
— არა, — უპასუხა ვიქტორმა.
— მართლა არავინ გეცნობა? — დაეკითხა კვლავ ძმა. შემდეგ ჯგუფიდან ერთ მამაკაცზე მიუთითა, რომელიც თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა და ჰკითხა: „აბა, ეს კაცი არ გეცნობა?“
ვიქტორმა ვერ გაიხსენა, თუ ვინ იყო ის. ძალიან გაოცდა, როცა გაიგო, რომ ეს მამაკაცი, იური, იმ მოსამართლეთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც მის საქმეს განიხილავდნენ. ახლა კი ბიბლიას სწავლობდა და ვიქტორთან ერთად კონგრესს ესწრებოდა. რამ შეაცვლევინა იურის იეჰოვას მოწმეებზე შეხედულება?
„თავგამოდებულ ათეისტთა ოჯახში გავიზარდე, — იხსენებს იური. — სწავლის პერიოდში ხშირად გამოვდიოდი სიტყვით და რელიგიის საშიშროებაზე ვსაუბრობდი. წლების შემდეგ რამდენჯერმე დავესწარი ბიბლიის შესწავლას, რომელსაც ჩემი მეგობრები გადიოდნენ იეჰოვას მოწმეებთან. გავაცნობიერე, რომ თუმცა ბევრი რამ ვიცოდი რელიგიურ სიცრუეზე, ბიბლიის შესახებ არაფერი ვიცოდი. ამიტომ ინტერესი გამიჩნდა, უფრო მეტი გამეგო ბიბლიის შესახებ“.
მონათვლის შემდეგ იურიმ ვიქტორს უთხრა: „ბოლოს სასამართლოში სხვადასხვა სკამზე ვისხედით. მაგრამ თუ ოდესმე კიდევ მოგვიწევს მსგავს სასამართლო განხილვაზე ყოფნა, ჩვენ ერთ სკამზე ვისხდებით. აღარასოდეს გაგასამართლებ“. დღეს იურიც და ვიქტორიც უხუცესებად მსახურობენ ტალინში.
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
[სურათი 247 გვერდზე]
იური და ვიქტორი
-