-
შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
-
-
კიდევ რამ შეუწყო ხელი ურწმუნოებას?
ბევრს ასწავლიდნენ, რომ ევოლუცია ფაქტებზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, ანილას, რომელიც ალბანეთში ცხოვრობს, ბავშვობიდან ათეიზმს უნერგავდნენ. ის ამბობს: „სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ისინი, ვისაც ღმერთი სწამდა, გულუბრყვილო და ცხოვრებას ჩამორჩენილი იყო. ყოველთვის ვსწავლობდი შესანიშნავი მცენარეებისა და ცოცხალი არსებების შესახებ, მაგრამ ყველაფერს ევოლუციას მივაწერდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს მეცნიერულად იყო დადასტურებული“. დღეს ანილა აღიარებს, რომ ევოლუციის თეორიის ბრმად სჯეროდა.
ზოგს შეიძლება იმიტომ არ სწამს ღმერთი, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას ხვდება და გაღიზიანებულია. იეჰოვას მოწმეები ხშირად ხვდებიან კარდაკარ მსახურების დროს ასეთ ადამიანებს და ბიბლიურ იმედს უზიარებენ. ბერტილთან, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ახალგაზრდა მოწმე მივიდა. მის დანახვაზე ბერტილმა გაიფიქრა: „საწყალი ფანატიკოსი. მისამართი შეეშალა!“. თუმცა მოწმე სახლში მაინც შეიპატიჟა. ბერტილი ამბობს: „ის სახლში შევიყვანე და ღმერთზე, ბიბლიასა და რელიგიაზე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოვხატე“.
შოტლანდიელი გესი უსამართლობის გამო იტანჯებოდა. იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას თავისი მტკიცებულებები მოჰყავდა და ეკამათებოდა მათ. მან ისეთი კითხვები დასვა, რომლებმაც მოწმეებს ღვთისთვის ნათქვამი ებრაელი წინასწარმეტყველი აბაკუმის სიტყვები გაახსენა: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას?“ (აბაკუმი 1:3).
ბოროტებისადმი ღვთის ერთი შეხედვით გულგრილი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ძველად აწუხებდათ ადამიანებს (ფსალმუნი 73:2, 3). ფრანგმა მწერალმა სიმონ დე ბოვუარმა ერთხელ თქვა: „ჩემთვის უფრო იოლია, ვიფიქრო, რომ არ არსებობს შემოქმედი, ვიდრე ის, რომ არსებობს შემოქმედი, რომელსაც არ შეუძლია მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა“.
-
-
შესაძლებელია შემოქმედისადმი რწმენის განვითარება?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ოქტომბერი
-
-
„როდესაც ვფიქრობდი, რომ სამყაროსა და ყველა ქმნილებას შეიძლებოდა ჰყოლოდა შემოქმედი, ბრაზი მერეოდა, რომ ასეთი ძალის მფლობელი არაფერს აკეთებდა ადამიანთა ტანჯვა-წამების შესაჩერებლად!“ — ასეთი სიტყვები თქვა ყოფილმა ათეისტმა, რომელსაც ჰოლოკოსტის დროს ოჯახის წევრები დაუხოცეს. მას მარტოობის საშინელი გრძნობა სტანჯავდა.
ბევრს უჭირს ღვთის არსებობის დაჯერება, როცა მსოფლიოში არსებულ სისასტიკეს ხედავენ. ხშირად ისინი თავს იმით ინუგეშებენ, რომ ღმერთი არ არსებობს.
-