საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოხუცებული და ცხოვრებით კმაყოფილი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
    • ეს ყველაფერი 1910 წელს დაიწყო, როდესაც დედაჩემმა საჩუქარი გამიკეთა. მაშინ 10 წლის ვიყავი.

      ჩემი მშობლები სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ქროუს ნესტში, ხის კოტეჯში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს სკოლიდან რომ დავბრუნდი, დედაჩემი კართან ვიღაც უცნობ მამაკაცს ესაუბრებოდა. ძალიან დავინტერესდი, თუ ვინ იყო კოსტიუმში გამოწყობილი ეს უცნობი მამაკაცი წიგნებით სავსე ხელჩანთით. ბოდიში მოვიხადე და მაშინვე სახლში შევედი. რამდენიმე წუთის შემდეგ დედამ დამიძახა და მითხრა: „ამ მამაკაცს ბიბლიურ თემაზე ძალიან საინტერესო წიგნები აქვს. შენი დაბადების დღე ახლოვდება, რა უფრო გინდა, ახალი კაბა თუ ეს წიგნები?“.

      „რა თქმა უნდა, წიგნები. ოჰ, რა კარგია, გმადლობთ დედიკო!“  — სიხარულით წამოვიძახე.

      ასე რომ, ათი წლისას უკვე მქონდა ჩარლზ ტეიზ რასელის „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველი სამი ტომი. იმ მამაკაცმა გვითხრა, რომ ეს წიგნები საკმაოდ რთული იყო და დედის დახმარება დამჭირდებოდა. დედაჩემიც დაჰპირდა, რომ ამას სიხარულით გააკეთებდა.

  • მოხუცებული და ცხოვრებით კმაყოფილი
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
    • მეზობელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას მიზიარებს

      მთელი ამ ხნის განმავლობაში „ბიბლიური წიგნები“ ჩემთან ერთად მოგზაურობდნენ. თუმცა არასოდეს წამეკითხა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათში მნიშვნელოვანი ცნობა იყო მოცემული. ერთხელ, 20-იანი წლების დასასრულს, მეზობელი, ლილ ბიმსონი, მესტუმრა. ოთახში შევიპატიჟე და ჩაით გავუმასპინძლდი.

      — შენ რა უკვე მიიღე ეს წიგნები?! — მოულოდნელად წამოიძახა მან.

      — რა წიგნები? — ვკითხე გაოცებულმა.

      მან კარადაში დადებულ „საღვთო წერილის გამოკვლევაზე“ მიმანიშნა. ლილმა მთხოვა, თუ შეიძლებოდა მისთვის მეთხოვებინა ეს წიგნები. მე დავთანხმდი. მანაც წაიღო და მაშინვე წაიკითხა. წაკითხულმა ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება