საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • აღმოუჩინეთ დახმარება

      საინტერესოა, რომ ვისაც მეტყველების დეფექტი აქვს, ენის ბორძიკის გარეშე მღერიან, ჩურჩულებენ, საკუთარ თავს ან თავის შინაურ ცხოველებს ელაპარაკებიან, გუნდთან ერთად თავისუფლად გამოთქვამენ სიტყვებს და სხვებს ისე ჰბაძავენ, რომ უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ ებმებათ ენა. უფრო მეტიც, ბავშვების 80 პროცენტს, რომლებიც ენას უკიდებენ, თავისთავად უუმჯობესდებათ მეტყველება. რა შეიძლება ითქვას დანარჩენ 20 პროცენტზე?

      დღეს არსებობს მეტყველების გასაუმჯობესებელი კურსები, სადაც სწავლობენ დიაფრაგმით სუნთქვას, ყბების, ტუჩებისა და ენის მოდუნებას. პაციენტებს აგრეთვე ასწავლიან, რომ ლაპარაკის დაწყებამდე ღრმად შეისუნთქონ ჰაერი და ნელ-ნელა ამოისუნთქონ. მათ ურჩევენ, ნელა წარმოთქვან ზოგიერთი ხმოვანი და თანხმოვანი. თანდათან პაციენტი უფრო გამართულად და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით შეძლებს ლაპარაკს.

      ამ რჩევებს თუ გაითვალისწინებთ, სულ რაღაც რამდენიმე საათში მიაღწევთ სასურველ შედეგს. მაგრამ თუ სტრესულ მდგომარეობაში ხართ, შეიძლება ამისთვის არაერთი დღე დაგჭირდეთ.

  • ენის ბორძიკით ლაპარაკი — როგორ შეგიძლიათ მეტყველების გაუმჯობესება?
    გამოიღვიძეთ! — 2010 | მაისი
    • b თანამედროვე კვლევების შედეგები იმის თაობაზე, თუ რა იწვევს ენის ბორძიკს და როგორ შეიძლება მეტყველების გაუმჯობესება, ხშირად ურთიერთსაპირისპიროა. ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მხარს არ უჭერს მკურნალობის რომელიმე მეთოდს.

      c ზოგ შემთხვევაში თერაპევტმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს სპეციალური ელექტრომოწყობილობით მეტყველების გამოსწორება, რომლის საშუალებითაც პაციენტს თავისი ხმა შენელებულად ესმის, ან ისეთი მეთოდით მკურნალობა, რომელიც ლაპარაკის დროს მოუხსნის დაძაბულობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება