საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
    • ადვილი იქნებოდა მარიამისთვის იოსების წინადადების მიღება? ბოლოს და ბოლოს მისი მდგომარეობა ჩვეულებრივი ხომ არ იყო. შემოდგომა ახალი დამდგარი იყო და წვიმიანი სეზონი იწყებოდა. გარდა ამისა, ბეთლემი ზღვის დონიდან 760 მეტრით მაღლა მდებარეობდა, ამიტომ რამდენიმე დღე აღმართზე უნდა ევლოთ, რაც თავისთავად დამქანცველი იქნებოდა. ალბათ ეს მგზავრობა უფრო დიდ დროს წაიღებდა, რადგან მარიამს თავისი მდგომარეობის გამო ხშირად მოუწევდა დასვენება. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი მოინდომებდა მშობიარობამდე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დარჩენას, რომლებიც მშობიარობის ტკივილების დროს გვერდიდან არ მოსცილდებოდნენ. უეჭველია, მას დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა, ასეთ გზას რომ დასდგომოდა.

      ლუკამ დაწერა, რომ იოსები წავიდა, რომ „აღწერილიყო მარიამთან . . . ერთად“. მან ისიც აღნიშნა, რომ მარიამი მისი ცოლი იყო (ლუკა 2:4, 5). რადგან ცოლი იყო მის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად იმოქმედებდა ქმრის გადაწყვეტილება. მარიამი აღიარებდა, რომ ქმარი მისი თავი იყო და იოსების გადაწყვეტილების მხარდაჭერით აჩვენებდა, რომ თავის როლს — როგორც ქმრის დამხმარე — კარგად ასრულებდაa. შეიძლება ითქვას, რომ მორჩილების გამოვლენით მარიამმა წარმატებით ჩააბარა რწმენის გამოცდა.

      კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათე 2:1—7; იოანე 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკა 1:46—55). რაც უნდა ყოფილიყო სწორი გადაწყვეტილების მიზეზი — ქმრისადმი მორჩილება, სახელმწიფო ბრძანება, წინასწარმეტყველების ცოდნა თუ სამივე ერთად — მარიამი ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითია. იეჰოვა ძალიან აფასებს როგორც კაცის, ისე ქალის თავმდაბლობასა და მორჩილებას. დღეს, როცა თავმდაბლობას ბევრის თვალში ფასი აქვს დაკარგული, მარიამი მისაბაძია ღვთის ერთგული მსახურებისთვის.

  • „გულში დასკვნებს აკეთებდა“
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ოქტომბერი
    • a ყურადღება მიაქციეთ ორ ბიბლიურ ფრაგმენტს — მარიამის იოსებთან ერთად გამგზავრებას, რომელზეც ზემოთ იყო საუბარი, და მარიამის ელისაბედთან წასვლას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადგა მარიამი და საჩქაროდ წავიდა“ ელისაბედის სანახავად (ლუკა 1:39). იმ დროს მარიამი დანიშნული იყო იოსებზე, მაგრამ ჯერ ცოლი არ ყოფილა; ამიტომ მას შეიძლება არც კი უკითხავს იოსებისთვის, წასულიყო თუ არა. მაგრამ ქორწინების შემდეგ უკვე იოსებმა გადაწყვიტა, რომ ბეთლემში უნდა წასულიყვნენ, და არა მარიამმა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება