-
„ვის მიენდო უფლის საქმე?“საგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
ჟურნალით „ოქროს ხანა“, რომლის გარეკანზეც ეწერა: „ფაქტებზე დაფუძნებული, იმედის მომცემი და რწმენის ჩამნერგავი ჟურნალი“, მკვლევრები წამოიწყებდნენ კამპანიას და ჭეშმარიტებას ახალი მეთოდით გააცხადებდნენ — კარდაკარ მსახურებისას მობინადრეებს ამ ჟურნალის გამოწერას შესთავაზებდნენ. როდესაც აუდიტორიას დაუსვეს კითხვა, თუ ვინ ისურვებდა ამ საქმეში ჩაბმას, ყველა ადგილიდან წამოფრინდა. შემდეგ კი, ქრისტეს ნაკვალევზე მავალთათვის ჩვეული მოშურნეობითა და მონდომებით, მათ შეასრულეს სიმღერა: „შენი ნათელი და ჭეშმარიტება მოგვაფინე, უფალო!“. ძმა მილტონ ნორისი იხსენებს: „რა დამავიწყებს! ისე გატაცებით ვმღეროდით, რომ ხეებიც კი ბანს გვაძლევდნენ“.
პროგრამის დასრულების შემდეგ დელეგატები საათების განმავლობაში იდგნენ რიგში, რომ ჟურნალის პირველ გამომწერთა შორის მოხვედრილიყვნენ. ბევრი მათგანი იზიარებდა მეიბელ ფილბრიკის გრძნობებს, რომელმაც თქვა: „ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენ ისევ დაგვევალა საქმე!“.
-
-
„ვის მიენდო უფლის საქმე?“საგუშაგო კოშკი — 2016 | მაისი
-
-
„სახლებში დაბრუნების შემდეგ ყველანი ჩავებით ახალ კამპანიაში“, — იხსენებს ჰერმან ფილბრიკი. ბიბლიის მკვლევრები მომსმენ ყურს ყველგან პოულობდნენ. ბეულა კოუვი გვიზიარებს: „როგორც ჩანს, ომგამოვლილ და მრავალჭირნახულ ადამიანებს ოქროს ხანაზე ფიქრიც კი შვებას ჰგვრიდა“. არტურ კლაუსმა დაწერა: „იმდენმა გამოიწერა ახალი ჟურნალი, რომ მთელი კრება გაოგნებული იყო“. პირველი ნომრის გამოცემიდან ორ თვეში ჟურნალ „ოქროს ხანის“ თითქმის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გავრცელდა და მას უკვე 50 000 გამომწერი ჰყავდა.
-