-
„დაფიქრდით მასზე, ვინც . . . მოითმინა“„მოდი და გამომყევი“
-
-
‘ერთგულად მიჰყევით იესოს ნაკვალევს’
20, 21. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, და რისი გაკეთება გვმართებს?
20 იესომ იცოდა, რომ მის ნაკვალევზე სიარული ადვილი არ იქნებოდა. მის მიმდევრებს მოთმინება უნდა გამოევლინათ (იოანე 15:20). იესოს მაგალითი დაეხმარებოდა მოწაფეებს, მის ნაკვალევზე ევლოთ (იოანე 16:33). მართალია იესომ სრულყოფილი მოთმინების მაგალითი დაგვიტოვა, მაგრამ ჩვენ შორს ვართ სრულყოფილებისგან. მაშ, რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? პეტრე წერდა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). განსაცდელებთან გამკლავებით იესომ მაგალითი დაგვიტოვაa. იესოს მოთმინების შემთხვევები „ნაკვალევს“, ანუ ნაფეხურებს მოგვაგონებს. მართალია არ შეგვიძლია ამ ნაკვალევს სრულყოფილად მივყვეთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ „ერთგულად“ მივყვეთ.
-
-
„დაფიქრდით მასზე, ვინც . . . მოითმინა“„მოდი და გამომყევი“
-
-
a ბერძნული სიტყვა, რომელიც „მაგალითად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „ქვეშ დაწერას“ ნიშნავს. ეს სიტყვა, რომელიც მთელ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მხოლოდ მოციქულმა პეტრემ გამოიყენა, გულისხმობს ბავშვის სავარჯიშო რვეულში მოცემულ ნიმუშს, რომელსაც ბავშვი შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა მიჰყვეს.
-