საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თუ შემოქმედი მზრუნველია, რატომაა ამდენი ტანჯვა?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • დიდხანს, მაგრამ არა უმიზეზოდ

      ტანჯვის მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უნდა გვესმოდეს მისი მიზეზები: უბედური შემთხვევები, ადამიანის ცოდვილი მიდრეკილებები, დედამიწის რესურსების არასწორი გამოყენება და სატანა ეშმაკი. მაგრამ მხოლოდ მიზეზების ცოდნა საკმარისი არაა. გასაჭირში მყოფი კაცი ადვილად გაიგებდა ძველი დროის წინასწარმეტყველ აბაკუმის გრძნობებს: «როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს [„უყურებ გაჭირვებას“, აქ]? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი» (აბაკუმი 1:2, 3). დიახ, რატომ უყურებს იეჰოვა გაჭირვებას და რატომ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს მას სულ არ აწუხებს? როგორც ყოვლისშემძლე, ტანჯვისთვის ბოლოს მოსაღებად ის ძალასაც ფლობს და სამართლიანობის მოყვარულიცაა. მაგრამ როდის გააკეთებს ამას?

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, როცა პირველმა წყვილმა სრული დამოუკიდებლობა აირჩია, შემოქმედი დარწმუნებული იყო, რომ ყველა მათი შთამომავალი არ დაადგებოდა მათ გზას. თავისი სიბრძნით იეჰოვამ დრო გამოყო. რატომ? იმის დასამტკიცებლად, რომ შემოქმედისგან დამოუკიდებელ მმართველობას მხოლოდ უბედურება მოაქვს და, პირიქით, შემოქმედთან თანხმობაში ცხოვრება სწორია და ბედნიერება მოაქვს.

      ამ დროის მანძილზე ღმერთი დედამიწის პირობებზე ზრუნავდა, რომ ის კვლავაც სასიამოვნო საცხოვრებელი ადგილი ყოფილიყო. მოციქული პავლე მსჯელობდა: „[მან] წარსულ თაობებში ნება მისცა, ყველა ერს თავისი გზებით ევლო, თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:16, 17). აქედან გამომდინარე, შემოქმედი არ იწვევს ტანჯვას, ის მხოლოდ უშვებს მას, რომ გადაწყდეს დიდმნიშვნელოვანი საკამათო საკითხები.

  • თუ შემოქმედი მზრუნველია, რატომაა ამდენი ტანჯვა?
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 175 გვერდზე]

      განა ეს დიდი ხანია?

      პერიოდი იობის დღეებიდან იესოს დღეებამდე — დაახლოებით 1600 წელი — შეიძლება დიდი ჩანდეს ტანჯვის არსებობისთვის. ტანჯვის დასასრულის ლოდინში ადამიანს 100 წელიც კი დიდ დროდ მოეჩვენებოდა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სატანის მიერ წამოჭრილმა მთავარმა საკამათო საკითხებმა ჩრდილი მიაყენა შემოქმედს. ღვთის თვალსაზრისით, დრო, რომლის განმავლობაშიც ტანჯვა და ბოროტება არსებობს, ძალიან მოკლეა. ის ‘საუკუნეთა მეფეა’, ვისთვისაც „ათასი წელი... ვითარცა გუშინდელი დღე[ა], რომ გადაიარა“ (1 ტიმოთე 1:17; ფსალმუნი 89:4). მათაც, რომლებსაც უსასრულო სიცოცხლე მიეცემათ, ისტორიის ის მონაკვეთი, რომელშიც ტანჯვა არსებობდა, ასევე ძალიან მოკლედ მოეჩვენებათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება