საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხომ არ დავუსვა წერტილი ყველაფერს?!
    გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
    • ლოცვის ძალა

      ურთიერთობის საუკეთესო საშუალება ლოცვაა. შენ შეგიძლია დავითივით ილოცო: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმუნი 139:23, 24).

      ლოცვის შემდეგ პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება. ლოცვა არის ურთიერთობა ზეციერ მამასთან, რომელსაც სურს, რომ ‘გული გადმოუღვარო’ (ფსალმუნი 62:8). დავფიქრდეთ როგორია ღმერთი:

      ◼ მას ესმის შენი წუხილის მიზეზი (ფსალმუნი 103:14);

      ◼ მან შენზე უკეთ იცის შენი მდგომარეობა (1 იოანე 3:20);

      ◼ ზრუნავს შენზე (1 პეტრე 5:7);

      ◼ ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი მოგწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 21:4).

  • ხომ არ დავუსვა წერტილი ყველაფერს?!
    გამოიღვიძეთ! — 2008 | მაისი
    • მაგრამ რა შეიძლება ითქვას მაშინ, როცა თავად ფიქრობ თვითმკვლელობაზე? დოქტორი მაკ-კოი გვირჩევს: „ეძებეთ დახმარება, თქვენი გრძნობების შესახებ ესაუბრეთ მშობელს, ნათესავს, მეგობარს, მასწავლებელს, ვინც გულისყურით მოეკიდება თქვენს ნათქვამს და მოგისმენთ; მიეცით საშუალება მათ, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, გაიგონ თქვენი პრობლემის შესახებ“.

      თუ შენს პრობლემაზე ისაუბრებ, ამით არაფერს დაკარგავ, პირიქით. განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი. ერთხელ მართალმა კაცმა იობმა თქვა: „შეიზიზღა ჩემმა სულმა სიცოცხლე“. შემდეგ დასძინა: „წუხილს მივეცემი და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1). იობი სულგამწარებული იყო და ამიტომ უნდა გამოეხატა თავისი ტკივილი. შენც მოგგვრის შვებას სანდო, მოწიფული მეგობრისთვის სატკივრის გაზიარება.

      გასაჭირში მყოფ ქრისტიანებს შეუძლიათ დახმარებისთვის კრების უხუცესებსაც მიმართონ (იაკობი 5:14, 15). რა თქმა უნდა, საუბრის შემდეგ პრობლემები არ გაქრება, მაგრამ საუბარი დაგეხმარება, რომ პრობლემაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეს; სანდო მეგობრის მხარდაჭერამ შეიძლება გამოსავალიც გაპოვნინოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება