საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მარტი
    • დიდი მზე და სუფთა ჰაერი; ხალხი თამაშობს და სეირნობს სუფთა ჰაერზე

      მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“

      როდესაც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს ანტიბიოტიკები, ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ამ ახალი მედიკამენტების წყალობით ბევრ დაავადებას დაამარცხებდნენ. თავიდან ეს პრეპარატები ამართლებდა მათ მოლოდინს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ფართოდ იყენებდნენ მედიცინაში ანტიბიოტიკებს, მით უფრო მრავლდებოდა და ვრცელდებოდა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ახალ-ახალი ბაქტერიები.

      ინფექციებთან ბრძოლის ახალი საშუალებების ძიებაში ზოგმა მეცნიერმა კიდევ ერთხელ გადახედა დაავადებებთან ბრძოლის ძველ მეთოდებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მზე და სუფთა ჰაერი.

      წარსულის გაკვეთილი

      ინგლისში ზოგი სწავლული ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში ემხრობოდა მზის სხივებისა და სუფთა ჰაერის სამკურნალო მიზნით გამოყენების იდეას. ექიმი ჯონ ლეტსემი (1744—1815) ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს უნიშნავდა მზის აბაზანებს და ზღვის ჰაერს. 1840 წელს ქირურგმა ჯორჯ ბოდინგტონმა შენიშნა, რომ ღია ცის ქვეშ მომუშავეები, მაგალითად: ფერმერები, მიწათმოქმედები და მწყემსები იშვიათად ავადდებოდნენ ტუბერკულოზით, მაშინ როცა, ეს დაავადება ადვილად ერეოდა მათ, ვინც დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებდა.

      ინგლისელი მედდა ფლორენს ნაიტინგეილი (1820—1910) ისტორიაში იმ ინოვაციური მეთოდების გამო შევიდა, რასაც ყირიმის ომის დროს დაჭრილი ბრიტანელი ჯარისკაცების სამკურნალოდ იყენებდა. ის მათ ეკითხებოდა: „შესულხართ ოდესმე სხვის საძინებელში . . . ღამით ან დილით სარკმლის გაღებამდე და გიგრძნიათ, რა მძიმე, დახუთული ჰაერით იყო ოთახი გაჟღენთილი?“. ფლორენსი რეკომენდაციას იძლეოდა, რომ პალატაში მუდმივად ყოფილიყო ისეთივე სუფთა ჰაერი, როგორიც გარეთ, ოღონდ ისე, რომ ავადმყოფები არ გაციებულიყვნენ. ის ამბობდა: „გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ეს მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. სუფთა ჰაერის შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სინათლეა . . . არა უბრალოდ ნათელი ოთახი, არამედ უშუალოდ მზის აბაზანები“. იმ დროს ბევრს იმისიც სჯეროდა, რომ თეთრეულისა და ტანსაცმლის გამზეურება კარგი ჯანმრთელობის საწინდარი იყო.

  • მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“
    გამოიღვიძეთ! — 2015 | მარტი
    • ბუნებრივი სადეზინფექციო თვისება მზის სხივებსაც გააჩნიათ. ერთი სამედიცინო ჟურნალი განმარტავს, რომ „ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსებისა და მიკრობების უმეტესობა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კვდება“ (Journal of Hospital Infection).

      მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ? გადით სუფთა ჰაერზე და იქ საკმაო ხანს დაჰყავით. ხარბად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი და მიიღეთ მზის აბაზანები. ეს თქვენს ჯანმრთელობას უთუოდ არგებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება