-
მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
შეგვიძლია თავი დავიცვათ ბოროტისაგან?
ადეიa, ნიგერიაში მცხოვრები მამაკაცი, იეჰოვას სრული დროით მქადაგებელ მოწმესთან სწავლობდა ბიბლიას. „მტერს რა გამოლევს“, — ამ სიტყვებით ხსნიდა ადეი იმას, თუ რატომ ჰქონდა თავის მაღაზიაში თილისმა. ბიბლიის მასწავლებელმა კი აუხსნა, რომ ნამდვილი უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ იეჰოვაზე მინდობით იყო შესაძლებელი. მან ადეის წაუკითხა ფსალმუნის 33:8, სადაც ნათქვამია: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა მის მოშიშთა ირგვლივ და გადაარჩენს მათ“. ადეიმ დაასკვნა: „თუ სინამდვილეში იეჰოვას შეუძლია ჩემი დაცვა, მაშინ ამ თილისმას მოვიცილებ თავიდან“. მას შემდეგ წლები გავიდა და ამჟამად ის უხუცესად და სრული დროით მქადაგებლად მსახურობს. მტრებმა მას ვერაფერი ავნეს.
-
-
მართავს ცრურწმენა თქვენს ცხოვრებას?საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 აგვისტო
-
-
[ჩარჩო 6 გვერდზე]
ცრურწმენის მარწუხებისგან თავდახსნილნი
იეჰოვას მოწმეები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ რეგიონში ქადაგებდნენ. დაკაკუნების შემდეგ მოწმეებს კარი „სანგომას“ (ჯადოქრის) ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალმა გაუღო. მოწმეებმა წამოსვლა დააპირეს, მაგრამ ქალმა დაიჟინა, თქვენი სათქმელი მითხარითო. ერთ-ერთმა მოწმემ წაუკითხა მეორე რჯულის 18:10—12, რათა დაენახვებინა ღვთის თვალსაზრისი სპირიტიზმზე. ჯადოქარს მოეწონა ეს აზრი და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. ქალმა თქვა, რომ თუ ბიბლიის შესწავლის შედეგად დარწმუნდებოდა იმაში, რომ მისი საქმიანობა იეჰოვას არ მოსწონს, ამ საქმეს თავს დაანებებდა.
ბიბლიისა და წიგნის „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ მე-10 თავის შესწავლის შემდეგ, მან ჯადოქრობასთან დაკავშირებული ნივთები დაწვა და სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მოგვიანებით კი ოფიციალურად გააფორმა თავისი ქორწინება მიუხედავად იმისა, რომ 17 წელი იყო, რაც ქმართან არ ცხოვრობდა. ამჟამად, ორივენი იეჰოვას მიძღვნილი, მონათლული მოწმეები არიან.
-