საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნი
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • 20, 21. როგორ განგიმტკიცათ რწმენა როელ და ემილი ემბრალინაგების შემთხვევამ?

      20 ფილიპინები. 1990 წელს 9 წლის როელ ემბრალინაგი და მისი 10 წლის და ემილი იეჰოვას მოწმეთა სხვა 66-მდე ბავშვთან ერთად სკოლიდან გარიცხეს, რადგან უარი თქვეს დროშისთვის სალმის მიცემაზე. როელისა და ემილის მამა, ლეონარდო, ცდილობდა სკოლის დირექციასთან მორიგებას, მაგრამ უშედეგოდ. სიტუაცია გამწვავდა, ამიტომ ლეონარდომ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მას ფული არ ჰქონდა, რომ ადვოკატი დაექირავებინა. ის და მისი ოჯახი მხურვალედ სთხოვდნენ იეჰოვას ხელმძღვანელობას. ამ ხნის მანძილზე ბავშვები გესლიანი დაცინვის მსხვერპლნი იყვნენ. ლეონარდო ფიქრობდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა, რადგან იურიდიული განათლება არ ჰქონდა.

      21 თუმცა მდგომარეობა შეიცვალა და სასამართლოზე ოჯახს იცავდა ადვოკატი ფელინო განალი, რომელიც ადრე ქვეყნის ერთ-ერთ პრესტიჟულ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. იმ დროისთვის ძმა განალი უკვე იეჰოვას მოწმე იყო და მიტოვებული ჰქონდა თავისი სამსახური. უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ და გააუქმა სკოლიდან გარიცხვის განკარგულება. ღვთის ხალხის ერთგულების შერყევის მცდელობა კიდევ ერთხელ დასრულდა მარცხით.

  • მხოლოდ ღვთის ხელისუფლების ერთგულნი
    ღვთის სამეფო მმართველობს!
    • რამდენად რეალურია სამეფო თქვენთვის?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება