-
ღვთის სახელი სუაჰილურ ენაზესაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 სექტემბერი
-
-
XX საუკუნის გარიჟრაჟზე ლინგვისტებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში სუაჰილური ენის სალიტერატურო ნორმები დაედგინათ. ამის შედეგად 1952 წელს გამოიცა ბიბლიის ახალი თარგმანი (Swahili Union Version). იქ, ძირითადად, სწორედ ამ თარგმანს იყენებდნენ. ვინაიდან ამ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვად“ იყო გადმოტანილი, ყველაზე ფართო აღიარება სახელის სწორედ ამ ფორმამ პოვა.
სამწუხაროდ, რადგან თავდაპირველი თარგმანები აღარ იბეჭდებოდა, ღვთის სახელიც დავიწყებას მიეცა. ზოგ თანამედროვე თარგმანში ეს სახელი სრულიად ამოიღეს, ზოგში კი მხოლოდ რამდენიმე ადგილას დატოვეს. მაგალითად, ზემოხსენებულ თარგმანში (Swahili Union Version ) ღვთის სახელი 15-ჯერ იყო მოხსენიებული, 2006 წლის რედაქტირებულ გამოცემაში კი — მხოლოდ 11-ჯერ.b
მართალია, ამ თარგმანში ბევრგანაა გამოტოვებული ღვთის სახელი, მაინც მნიშვნელოვან თარგმანად ითვლება. წინასიტყვაობაში ნათლად წერია, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. ეს ეხმარება ჭეშმარიტებას მოწყურებულ ხალხს, გაიგონ ჩვენი ზეციერი მამის სახელი თავიანთი ბიბლიებიდან.
-
-
ღვთის სახელი სუაჰილურ ენაზესაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 სექტემბერი
-
-
b ღვთის სახელი მოხსენიებულია შემდეგ მუხლებში: დაბადება 22:14; გამოსვლა 6:2—8 (ორჯერ); 17:15 (როგორც „იაჰვე“); მსაჯულები 6:24; ფსალმუნი 68:20; 83:18; ესაია 12:2; 26:4; 49:14; იერემია 16:21.
-