-
ღვთის სახელი სუაჰილურ ენაზესაგუშაგო კოშკი — 2012 | 1 სექტემბერი
-
-
აღსანიშნავია, რომ ამ მთარგმნელებიდან ზოგმა გამოიყენა ღვთის სახელი არა მარტო რამდენიმე ადგილას, არამედ მთელ ებრაულ წერილებში! ვინც ზანზიბარში თარგმნიდა ბიბლიას, თავიანთ თარგმანში ღვთის სახელი „იაჰუვად“ გადმოიტანეს, ხოლო ვინც მომბასაში თარგმნიდა — „იეჰოვად“.
1895 წლისთვის სუაჰილურ ენაზე მთელი ბიბლია ითარგმნა. მომდევნო ათწლეულების მანძილზე არაერთი თარგმანი გაკეთდა, თუმცა ისინი მცირე ტირაჟით გამოიცა. XX საუკუნის გარიჟრაჟზე ლინგვისტებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ აღმოსავლეთ აფრიკაში სუაჰილური ენის სალიტერატურო ნორმები დაედგინათ. ამის შედეგად 1952 წელს გამოიცა ბიბლიის ახალი თარგმანი (Swahili Union Version). იქ, ძირითადად, სწორედ ამ თარგმანს იყენებდნენ. ვინაიდან ამ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვად“ იყო გადმოტანილი, ყველაზე ფართო აღიარება სახელის სწორედ ამ ფორმამ პოვა.
სამწუხაროდ, რადგან თავდაპირველი თარგმანები აღარ იბეჭდებოდა, ღვთის სახელიც დავიწყებას მიეცა. ზოგ თანამედროვე თარგმანში ეს სახელი სრულიად ამოიღეს, ზოგში კი მხოლოდ რამდენიმე ადგილას დატოვეს. მაგალითად, ზემოხსენებულ თარგმანში (Swahili Union Version ) ღვთის სახელი 15-ჯერ იყო მოხსენიებული, 2006 წლის რედაქტირებულ გამოცემაში კი — მხოლოდ 11-ჯერ.b
მართალია, ამ თარგმანში ბევრგანაა გამოტოვებული ღვთის სახელი, მაინც მნიშვნელოვან თარგმანად ითვლება. წინასიტყვაობაში ნათლად წერია, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა. ეს ეხმარება ჭეშმარიტებას მოწყურებულ ხალხს, გაიგონ ჩვენი ზეციერი მამის სახელი თავიანთი ბიბლიებიდან.
-