საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოთხი მხედარი ჯირითობს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მასზე მჯდომს ნება მიეცა, მშვიდობა წაეღო დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ, და მიეცა მას დიდი მახვილი“ (გამოცხადება 6:4).

  • ოთხი მხედარი ჯირითობს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 16. როდიდან და რა გაგებით იბრძვის „დიდი მახვილით“ ალისფერი ცხენის მხედარი?

      16 თეთრი ცხენის მხედრის ტახტზე ასვლამდე, 1914 წლამდე, არაერთი ომი გამართულა, მაგრამ ამჯერად ალისფერი ცხენის მხედარი „დიდი მახვილით“ იბრძვის. რას ნიშნავს ეს? პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული ომებმა განსაკუთრებით სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ხასიათი მიიღო. 1914—1918 წლების ხოცვა-ჟლეტის დროს პირველად და უპრეცედენტო მასშტაბით გამოიყენეს ტანკები, მომწამლავი აირები, თვითმფრინავები, წყალქვეშა ნავები, მძიმე არტილერია და ავტომატური იარაღი. დაახლოებით 28 ქვეყნის თითქმის მთელი მოსახლეობა სამხედროებთან ერთად იძულებით ჩააბეს საომარ მოქმედებებში. ამ ომმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრა მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, მშვიდობიან მოსახლეობას შორის კი დაღუპულთა რაოდენობამ ასტრონომიულ რიცხვს მიაღწია. ომი დამთავრდა, მაგრამ მშვიდობა არ აღდგენილა დედამიწაზე. ომის დამთავრებიდან 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მოღვაწემ კონრად ადენაუერმა აღნიშნა: „1914 წლიდან კაცობრიობას დაკარგული აქვს უსაფრთხოება და სიმშვიდე“. ალისფერი ცხენის მხედარს დედამიწიდან მართლაც მშვიდობის წაღების ნება აქვს მიცემული!

      17. როგორ დაიხოცა ხალხი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „დიდი მახვილით“?

      17 შემდეგ წითელ ცხენზე მჯდომმა სისხლსმოწყურებულმა მხედარმა მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა. გამანადგურებელი იარაღი უფრო დაიხვეწა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა ოთხჯერ გადააჭარბა პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა რიცხვს. 1945 წელს ორი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიაში; თითოეულმა ათი ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. მეორე მსოფლიო ომის დროს წითელ ცხენზე მჯდომმა მხედარმა თითქმის 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მაინც ვერ დაკმაყოფილდა. ერთ-ერთი სანდო წყაროს თანახმად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „დიდი მახვილით“ 20 მილიონზე მეტი ადამიანი კიდევ დაეცა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება