საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „დაწერილია“
    „მოდი და გამომყევი“
    • სინაგოგაში იესო ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილს კითხულობს.

      „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი“.

      1—3. რისი დანახვება სურდა იესოს ხალხისთვის და რა გააკეთა მან ამისათვის?

      იესოს ახალი დაწყებული ჰქონდა მსახურება, როდესაც ნაზარეთში ჩავიდა, იქ, სადაც გაიზარდა. უნდოდა, ხალხს დაენახა, რომ ის დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები მესია იყო. როგორ მოიქცა?

      2 ბევრი, ალბათ, იესოსგან სასწაულს ელოდა, რადგან გაგონილი ჰქონდათ მისი საკვირველი საქმეების შესახებ. მაგრამ მას სასწაული არ მოუხდენია. ჩვეულებისამებრ სინაგოგაში შევიდა, და წასაკითხად რომ წამოდგა, ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი მიაწოდეს. ეს, ალბათ, ორ ჯოხზე დახვეული გრძელი გრაგნილი იქნებოდა, რომელსაც იესო ყურადღებით ხსნიდა მანამ, სანამ იმ მონაკვეთს იპოვიდა, რომელსაც ეძებდა, და შემდეგ ხმამაღლა ამოიკითხა. ეს სიტყვები ესაიას 61:1—3-შია ჩაწერილი (ლუკა 4:16—19).

      3 ხალხმა კარგად იცოდა ეს მონაკვეთი — წინასწარმეტყველება მესიის შესახებ. ტაძარში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა იესოს მისჩერებოდა. მან, შესაძლოა დაწვრილებითაც კი, წინასწარმეტყველების ახსნა დაიწყო: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“. იესოს სიტყვების მოსმენაზე ხალხი გაოცებული დარჩა, თუმცა ბევრი, ალბათ, მაინც რაღაც განსაკუთრებულ ნიშანს ელოდა. მაგრამ იესომ მხოლოდ მაგალითი მოუყვანა მათ წმინდა წერილებიდან, რომ ურწმუნოებაში ემხილებინა. ნაზარეთელებმა მოკვლა დაუპირეს (ლუკა 4:20—30).

      4. რას აკეთებდა იესო მთელი მსახურების განმავლობაში და რაზე ვისაუბრებთ ამ თავში?

      4 რაც იესომ სინაგოგაში გააკეთა, იმავეს აკეთებდა მთელი მსახურების განმავლობაში. ის ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დაფუძნებით ლაპარაკობდა. მართალია სასწაულები ცხადყოფდა, რომ მასზე წმინდა სული მოქმედებდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად იესო წმინდა წერილების გამოყენებას უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა.

  • „დაწერილია“
    „მოდი და გამომყევი“
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება