-
კეთილი ცნობა სამოთხის შესახებ ტაიტიშისაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
-
-
ჟაკი იხსენებს: „ტაიტიში ჩვენი ჩამოსვლისას მხოლოდ 124 მქადაგებელი იყო; ერთი კრება პაპეეტეში და ორი სპეციალური პიონერი პენინსულას ვაიროში“. პენინსულა ტაიტისთან ყელით არის დაკავშირებული.
-
-
კეთილი ცნობა სამოთხის შესახებ ტაიტიშისაგუშაგო კოშკი — 1997 | 15 ოქტომბერი
-
-
ათას ცხრაას სამოცდაცხრა წელს პენინსულაში სპეციალურ პიონერად ელენ მაპუ დაინიშნა. „პენინსულაში ძალიან ბევრი დაინტერესებული იყო და მოკლე დროის განმავლობაში ბიბლიის მრავალი შესწავლა დავიწყე“, — აღნიშნავს ელენი. ვაიროში მალე ჩამოყალიბდა პატარა კრება, მაგრამ აქ უხუცესების ნაკლებობა აღინიშნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დახმარების აღმოჩენა შეძლო უხუცესმა კოლსონ დინმა, რომელიც იმ დროს 35 კილომეტრის მოშორებით, პაპარაში, ცხოვრობდა. „ძალიან კარგად უნდა ვყოფილიყავით ორგანიზებულები, ვაიროში რომ გვემსახურა, — იხსენებს ძმა დინი. — მე ფააში, ვაიროდან 70 კილომეტრის მოშორებით, კუნძულის მეორე მხარეს, ვმუშაობდი. სამუშაოს მერე სასწრაფოდ სახლში უნდა მივსულიყავი, რათა წამეყვანა ოჯახის წევრები და ვაიროში წავსულიყავი. მოგვიანებით სამუშაოს გამო ფააში გადასვლა მოგვიწია. შევძლებდით თუ არა კიდევ ვაიროს კრების მხარდაჭერას? ჩვენ მთელი გულით გვსურდა, დავხმარებოდით იქაურ ძმებს და ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა იქ მსახურება. იმ დღეებში, როცა კრება გვქონდა, შუაღამემდე იშვიათად მივდიოდით სახლში, ვინაიდან სახლებში ვანაწილებდით უმანქანო და-ძმებს. ამას ხუთი წლის განმავლობაში ვაკეთებდით. დიდად სასიამოვნოა, როცა კუნძულის ამ ნაწილში დღეს 4 კრებას ვხედავთ და სიყვარულით ვიგონებთ წარსულ დღეებს“.
-