საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სრული მონაწილეობა მიიღეთ დიდებულ სულიერ მკაში
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ივლისი
    • 8, 9. ა) მოკლედ მოყევით იგავი ტალანტებზე. ბ) განსაკუთრებით ვინ შეიძლება გამხნევდეს ამ იგავით?

      8 მკის საქმეში სრული მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კიდევ ერთი თვისება — გულმოდგინება. იესომ ეს თვალსაჩინოდ დაგვანახვა ტალანტებზე მოთხრობილი იგავით.a ეს იგავი მოგვითხრობს ერთ კაცზე, რომელმაც სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონებს თავისი ქონება ჩააბარა. პირველ მონას ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, ხოლო მესამეს — ერთი. ბატონის წასვლის შემდეგ პირველმა ორმა მონამ გულმოდგინება გამოიჩინა და ტალანტები მყისვე „ბრუნვაში გაუშვა“. მათგან განსხვავებით, მესამე მონა ზარმაცი აღმოჩნდა, რადგან თავისი ტალანტი მიწაში ჩაფლა. როცა ბატონი დაბრუნდა, პირველი ორი მონა იმით დააჯილდოვა, რომ ‘ბევრზე დააყენა’. მესამე მონას კი წაართვა ის ტალანტი, რომელიც მისცა და სახლიდან გააგდო (მათ. 25:14—30).

      9 ეჭვგარეშეა, რომ თქვენ მთელი გულით გსურთ მიჰბაძოთ იესოს იგავში მოხსენიებულ ორ გულმოდგინე მონას და შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა მიიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მდგომარეობა არ გაძლევთ საშუალებას აკეთოთ ის, რისი შესაძლებლობაც გაქვთ? იქნებ მძიმე ეკონომიკური პირობები გაიძულებთ ოჯახის სარჩენად დილიდან საღამომდე იმუშაოთ? ან იქნებ უწინდებურად აღარ გერჩით ძალა, ან ჯანმრთელობა გაგიუარესდათ? თუ ასეა, იგავი ტალანტებზე თქვენთვის გამამხნევებელ ინფორმაციას შეიცავს.

      10. როგორ გამოჩნდა ტალანტების შესახებ იგავიდან, რომ სამკლის ბატონი გონიერი იყო და რატომ არის ეს თქვენთვის გამამხნევებელი?

      10 ალბათ შენიშნეთ, რომ ბატონმა კარგად იცოდა თითოეული მონის შესაძლებლობები. ამიტომაც მან ტალანტები „თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით“ მისცა (მათ. 25:15). როგორც მოსალოდნელი იყო, პირველმა მონამ მეორეზე მეტი მოგება ნახა. მაგრამ ბატონმა ორივე მონის გულმოდგინე მცდელობა დააფასა, „კარგი და ერთგული“ მონა უწოდა და ორივეს ერთნაირი ჯილდო მისცა (მათ. 25:21, 23). მსგავსად ამისა, სამკლის ბატონმა, იეჰოვა ღმერთმა იცის, რომ თქვენი მსახურება გარემო პირობებზეც არის დამოკიდებული. მას შეუმჩნეველი არ დარჩება, რომ მის საქმეში მთელ სულსა და გულს დებთ და შესაბამისადაც დაგაჯილდოებთ (მარ. 14:3—9; წაიკითხეთ ლუკას 21:1—4 ).

      11. მოიყვანეთ მაგალითი, როგორ აჯილდოვებს იეჰოვა მას, ვინც რთული მდგომარეობის მიუხედავად, გულმოდგინებას იჩენს.

      11 ბრაზილიაში მცხოვრები ერთი დის, სელმირას მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ ღვთისმსახურებაში გულმოდგინება ხელსაყრელ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ოცი წლის წინათ ყაჩაღებმა სელმირას ქმარი მოუკლეს; მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის შინამოსამსახურედ მუშაობდა და სამუშაოზე მისასვლელად გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გრძელი და დამქანცველი გზა უნდა გაევლო. ყველაფრის მიუხედავად, სელმირამ საქმეები ისე დაგეგმა, რომ სრული დროით პიონერად ემსახურა. მოგვიანებით მისმა ორმა შვილმაც პიონერად დაიწყო მსახურება. სელმირა გვიამბობს: „წლების მანძილზე 20-ზე მეტ ადამიანთან ვატარებდი ბიბლიის შესწავლას; ისინი ოჯახის წევრებივით არიან ჩემთვის. მათ ძალიან ვუყვარვარ და დღემდე ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ეს არის სიმდიდრე, რასაც ფულით ვერ იყიდი“. სამკლის ბატონმა მართლაც, დააჯილდოვა სელმირას გულმოდგინე შრომა.

      12. როგორ შეგვიძლია გამოვიჩინოთ გულმოდგინება ქადაგების საქმეში?

      12 შეიძლება თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა საშუალებას არ გაძლევთ, მეტი იმსახუროთ; ასეთ შემთხვევაში, თუ მსახურების ხარისხს გააუმჯობესებთ, მკის საქმეში სრულად მიიღებთ მონაწილეობას. თუ ითვალისწინებთ ყოველკვირეულ სამსახურებრივ შეხვედრაზე განხილულ რჩევებს, მსახურებაში უფრო დახელოვნდებით და ქადაგების სხვადასხვა ფორმასაც მოსინჯავთ (2 ტიმ. 2:15). კრების სამქადაგებლო შეხვედრას რეგულარულად რომ დაესწროთ, ეცადეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ ან საერთოდ ამოიღოთ თქვენი გეგმიდან (კოლ. 4:5).

      13. რა დაგვეხმარება, რომ განვივითაროთ და შევინარჩუნოთ გულმოდგინება ღვთის მსახურებაში?

      13 გახსოვდეთ, რომ მსახურებაში გულმოდგინება ღვთისადმი სიყვარულისა და მადლიერების ნაყოფია (ფსალმ. 40:8). იესოს იგავში მოხსენიებულ მესამე მონას ეშინოდა თავისი ბატონის და თვლიდა, რომ ის მომთხოვნი და არაკეთილგონიერი იყო. ამიტომ მან ტალანტი მიწაში ჩაფლა ნაცვლად იმისა, რომ ბატონისთვის ნამატით მიეტანა. ამ დაუდევარ მონას რომ არ დავემსგავსოთ, აუცილებელია, სამკლის ბატონთან, იეჰოვა ღმერთთან განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ახლო და თბილი ურთიერთობა. გამოყავით დრო მისი მიმზიდველი თვისებების — სიყვარულის, მოთმინებისა და გულმოწყალების — შესასწავლად და მათზე საფიქრელად. ეს გაგიღვივებთ იმის სურვილს, რომ საუკეთესო გააკეთოთ იეჰოვასთვის (ლუკ. 6:45; ფილ. 1:9—11).

  • სრული მონაწილეობა მიიღეთ დიდებულ სულიერ მკაში
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ივლისი
    • a მართალია, ეს იგავი უმთავრესად იმას ეხება, თუ რა დამოკიდებულება აქვს იესოს ცხებული მოწაფეების მიმართ, მაგრამ მასში ჩადებული პრინციპი ყველა ქრისტიანისთვის გამოსადეგია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება