საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან ტალანტებზე?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • 6, 7. რისი სიმბოლოა ტალანტები?

      6 იესომ თავისი მოღვაწეობით ცხადყო, რომ მისთვის უმთავრესი ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე იყო (წაიკითხეთ ლუკას 4:43). სწორედ ამიტომ, ის ამუშავებდა „მინდორს“, სადაც „უხვ მოსავალს მოიწევდა“. ეს მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35—38). ამით იესოს იმის თქმა სურდა, რომ მათ ირგვლივ არსებობდნენ ალალ-მართალი ადამიანები, რომლებიც მისი მოწაფეები გახდებოდნენ. იესო, როგორც „კარგი მიწათმოქმედი“, უყურადღებოდ არ დატოვებდა მინდორს, რომელიც მზად იყო მოსამკელად. სწორედ ამიტომ, მან მკვდრეთით აღდგომიდან მალევე, სანამ ზეცად ამაღლდებოდა, თავის მოწაფეებს არცთუ ისე იოლი დავალება მისცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათ. 28:18—20). ამგვარად, იესომ თავის მოწაფეებს „განძი“, ქრისტიანული მსახურება, მიანდო (2 კორ. 4:7).

      7 ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, რა დასკვნამდე მივდივართ? როდესაც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, რომ მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი, ამით მათ ფაქტობრივად თავისი „ქონება“, „ტალანტები“, დაუნაწილა (მათ. 25:14). მარტივად რომ ვთქვათ, ტალანტები ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის სიმბოლოა.

      8. რას მოელოდა ბატონი მონებისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან თითოეულ მათგანს ტალანტების განსხვავებული რაოდენობა არგუნა?

      8 ტალანტების იგავიდან ვიგებთ, რომ ბატონმა ერთ მონას ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, მესამეს კი — ერთი (მათ. 25:15). მართალია, თითოეულ მონას ტალანტების განსხვავებული რაოდენობა ერგო, მაგრამ ბატონი ელოდა, რომ მონები გულმოდგინებას გამოიჩენდნენ და ტალანტებს ბრუნვაში გაუშვებდნენ; ბატონის მსგავსად, იესოც მოელოდა, რომ მისი ცხებული მიმდევრები მსახურებისთვის საუკეთესოს გაიღებდნენ (მათ. 22:37; კოლ. 3:23). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტეს ცხებულმა მიმდევრებმა „ტალანტები“ ბრუნვაში გაუშვეს. ისინი მართლაც გულმოდგინედ ქადაგებდნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ მოწაფეების მოსამზადებლად, რის შესახებაც საუკეთესოდ მოწმობს ბიბლიის წიგნი „საქმეები“d (საქ. 6:7; 12:24; 19:20).

      „ტალანტების მიმოქცევა“ ბოლო დღეებში

      9. ა) როგორ განკარგეს მინდობილი ქონება ერთგულმა მონებმა და რაზე მეტყველებს ეს? ბ) რა წვლილი შეაქვს „სხვა ცხვარს“ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში?

      9 ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულად კი 1919 წლიდან მოყოლებული, ქრისტეს ერთგული ცხებული მიმდევრები დედამიწაზე განკარგავენ მათთვის მიბარებულ „ტალანტებს“. იგავში მოხსენიებული პირველი ორი მონის მსგავსად, ცხებული და-ძმებიც თავს არ ზოგავენ „ბატონის“ საქმის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ ხუთი ტალანტი მიიღო და ვინ — ორი. ფაქტი ერთია: ორივე მონამ გულმოდგინება გამოიჩინა და ბატონის ქონება გააორმაგა. თუმცა ჩნდება კითხვა: რა წვლილი შეაქვს ამ საქმეში „სხვა ცხვარს“? ფრიად მნიშვნელოვანი! იესოს იგავიდან ცხვრებსა და თხებზე ვიგებთ, რომ მიწიერი იმედის მქონეთ წილად ხვდებოდათ პატივი, მხარი დაეჭირათ იესოს ცხებული ძმებისთვის ქადაგებისა და სწავლების საქმეში. ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ცხებულები და „სხვა ცხვარი“ ერთმანეთის მხარდამხარ იღვწიან, როგორც „ერთი სამწყსო“ და მთელი გულმოდგინებით მონაწილეობენ მოწაფეების მომზადების საქმეში! (იოან. 10:16).

      10. რა არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ იესო ზეცაში მეფობს?

      10 ბატონი სამართლიანად ელის, რომ მის მიერ წამოწყებული საქმე უშედეგოდ არ ჩაივლის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ საუკუნეში იესოს ერთგულმა მოწაფეებმა მართლაც „გაზარდეს ბატონის ქონება“ ანუ საუკეთესოდ გაართვეს თავი დავალებას. მაგრამ რის თქმა შეგვიძლია დღეს, ბოლო დღეებში? იესოს ერთგული და გამრჯე მსახურები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქმეს არიან შეჭიდებულნი — ქადაგებენ და ამზადებენ მოწაფეებს. ყოველ წელს მათი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ღვთის ცნობის მაუწყებელთა რიგებს ასობით ათასი ახალი მოწაფე უერთდება; ეს ყოველივე კი იმის უტყუარი ნიშანია, რომ იესო ზეცაში მეფობს. უდავოდ, ეჭვი არავის გვეპარება იმაში, რომ ჩვენი ბატონი ძალიან კმაყოფილია.

      იეჰოვას მოწმეები მსახურების სხვადასხვა სფეროში მონაწილეობენ და ამგვარად, მოწაფეებად ამზადებენ ხალხს

      ქრისტე სამქადაგებლო საქმეს თავის მსახურებს ანდობს (იხილეთ მე-10 აბზაცი)

  • რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან ტალანტებზე?
    საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
    • d მოციქულების სიკვდილის შემდეგ ქრისტიანულ კრებაში განდგომილებამ იჩინა თავი, რამაც საუკუნეების განმავლობაში უფრო და უფრო ღრმად გაიდგა ფესვი. ამ ყველაფერში სატანის ხელი ერია. მთელი ამ ხნის მანძილზე დედამიწის ზურგზე არ არსებობდა ღვთის მსახურთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ქრისტეს დავალებას შეასრულებდა და ხალხს მოწაფეებად მოამზადებდა. მაგრამ „მკის“ დროს ანუ ბოლო დღეებში, სურათი ძირეულად შეიცვლებოდა (მათ. 13:24—30, 36—43). ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 9—12.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება