-
რას ვსწავლობთ იესოს იგავიდან ტალანტებზე?საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 მარტი
-
-
12, 13. ა) რა უთხრა ბატონმა გულმოდგინე მონებს და რატომ? ბ) როდის დაესმებათ ცხებულ ქრისტიანებს ბეჭედი საბოლოოდ? (იხილეთ ჩარჩო „ანგარიშსწორება სიკვდილისას“) გ) რა ელის მას, ვინც „ცხვრად“ ჩაითვლება?
12 იგავის თანახმად, დაბრუნებული ბატონი ხედავს, რომ ორმა მონამ, რომლებსაც მან 5 და 2 ტალანტი მიანდო, უერთგულა და ტალანტების რაოდენობა გააორმაგა. ბატონმა ორივე მონა ერთნაირად შეაქო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ“ (მათ. 25:21, 23). ისმის კითხვა: რას უნდა ველოდოთ, როდესაც ჩვენი ბატონი, განდიდებული იესო ქრისტე, მომავალში განაჩენის აღსასრულებლად მოვა?
13 შრომისმოყვარე ცხებულ ქრისტიანებს, რომლებსაც იგავში მოხსენიებული გულმოდგინე მონები განასახიერებენ, დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაესმებათ საბოლოო ბეჭედი (გამოცხ. 7:1—3). მათ იესო ქრისტე არმაგედონის დაწყებამდე აღთქმულ ზეციურ ჯილდოს უბოძებს. ხოლო მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, რომლებიც ერთგულად ედგნენ მხარში ქრისტეს ძმებს სამქადაგებლო საქმეში, „ცხვრებად“ ჩაითვლებიან და წილად ხვდებათ პატივი, იცხოვრონ დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს (მათ. 25:34).
„ბოროტი და ზარმაცი მონა“
14, 15. ტალანტების იგავის წარმოთქმისას, ის ხომ არ უგულისხმია იესოს, რომ ბევრი ცხებული ძმა „ბოროტი და ზარმაცი“ იქნებოდა? ახსენით.
14 იგავში მოხსენიებულმა მესამე მონამ ნაცვლად იმისა, რომ ტალანტი ბრუნვაში გაეშვა და მოგება ენახა, ის მიწაში დამალა. მონა არასწორად მოიქცა, რადგან მან ბატონის დავალება განგებ არ შეასრულა. ამიტომაც იყო, რომ ბატონმა მას „ბოროტი და ზარმაცი“ უწოდა. ბატონმა მას ტალანტი წაართვა და ათი ტალანტის მქონეს მისცა. რა მოხდა შემდეგ? როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ეს უვარგისი მონა გარეთ, სიბნელეში გადააგდეს, სადაც მას ტირილი და კბილთა ღრჭენა მოუწევდა (მათ. 25:24—30; ლუკ. 19:22, 23).
-