-
რა არის თალმუდი?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
-
-
საბოლოოდ, მთავარმა რაბინულმა ცენტრმა პალესტინიდან ტიბერიაში გადაინაცვლა. სხვა მნიშვნელოვანი აკადემიები მდებარეობდა ციფორში, კესარიასა და ლიდაში. მაგრამ ეკონომიკის დანგრევამ, მუდმივმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და, ბოლოს, განდგომილი ქრისტიანების მხრიდან ზეგავლენამა და დევნამ იმიგრაცია გამოიწვია აღმოსავლეთში იუდეველთა მოსახლეობის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრში — ბაბილონში.
-
-
რა არის თალმუდი?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
-
-
ახ. წ. მეოთხე საუკუნის მიწურულსა და მეხუთე საუკუნის დასაწყისში პალესტინაში მყოფ იუდეველთა მდგომარეობა მეტად მძიმე გახდა. დაახლოებით ახ. წ. 425 წლისთვის განდგომილმა ქრისტიანულმა სამყარომ, რომელიც უფრო და უფრო გავლენიანი ხდებოდა, დაიწყო ინტენსიური შეზღუდვები და დევნა, რაც სინედრიონისა და ნასის (პატრიარქობის) გაუქმების საკითხში საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა. ამიტომ პალესტინელმა ამორაიმებმა გადაწყვიტეს, ერთ გამართულ ნაშრომად გაეერთიანებინათ აკადემიებში გამართული დებატების შედეგები, რაც მათ გადარჩენას მოემსახურებოდა. ეს ნაშრომი, რომელიც ნაჩქარევად დაასრულეს ახ. წ. მეოთხე საუკუნის მიწურულს, ცნობილი გახდა როგორც პალესტინური თალმუდიb.
-
-
რა არის თალმუდი?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
-
-
b პალესტინური თალმუდი ფართოდ არის ცნობილი როგორც იერუსალიმის თალმუდი. მაგრამ ეს სახელწოდება არასწორია, ვინაიდან ამორაიმების არსებობის უმეტესი დროის განმავლობაში იუდეველები ვერ შედიოდნენ იერუსალიმში.
-
-
რა არის თალმუდი?საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 მაისი
-
-
ორი თალმუდი — რა განსხვავებაა მათ შორის?
ებრაული სიტყვა „თალმუდი“ „სწავლას“ ან „მოძღვრებას“ ნიშნავს. პალესტინელი და ბაბილონელი ამორაიმები სწავლობდნენ, ანუ აანალიზებდნენ, მიშნას. ორივე თალმუდი (პალესტინური და ბაბილონის) ემსახურება ამ მიზანს, მაგრამ რა განსხვავებაა მათ შორის? იაკობ ნოისნერი წერს: „პირველი თალმუდი აანალიზებს მტკიცებებს, მეორე — იკვლევს წინაპირობებს; პირველი მთლიანად შემოიფარგლება გარკვეული საკითხის შესწავლით, მეორე საკმაოდ სცილდება ამ ფარგლებს“.
უფრო ვრცელი და სრული ბაბილონის თალმუდი არა მარტო შედარებით დიდტანიანი წიგნია, არამედ უფრო ღრმაცაა და უფროა გამსჭვალული აზროვნებისა და ანალიზის მეთოდებით. როდესაც მოიხსენიებენ სიტყვა „თალმუდს“, ჩვეულებრივ, ბაბილონის თალმუდს გულისხმობენ. საუკუნეების განმავლობაში უმეტესწილად ამ თალმუდს სწავლობდნენ და უკეთებდნენ კომენტარებს. ნოისნერის აზრით, პალესტინური თალმუდი „მცოდნეების მიერ შესრულებული ნაშრომია“, ხოლო ბაბილონისა — „გენიოსების“.
-