საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მუსიკის ჰანგები ძველ ისრაელში
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • დაირები, ბობღნები და წინწილები

      მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოსესა და ისრაელს სასწაულებრივად გადააკვეთინა წითელი ზღვა, მოსეს დამ, მირიამმა და ყველა ქალმა დაირებით ხელში ცეკვა დაიწყეს (გამოსვლა 15:20). მართალია, დაირას სახელით ცნობილი ბიბლიური ეპოქის საკრავი აღმოჩენილი არ არის, სამაგიეროდ, ისრაელის ტერიტორიაზე, კერძოდ, აქციბში, მეგიდოსა და ბეთ-შეანში ნაპოვნია ძველი თიხის ფიგურები ქალის გამოსახულებით, რომელსაც ხელში პატარა დაირები უჭირავს. საკრავი, რომელიც ბიბლიის თარგმანებში ხშირად დაირად მოიხსენიება, როგორც ჩანს, იყო უბრალო ხის რგოლი, რომელზეც ცხოველის ტყავი იყო გადაჭიმული.

      პატრიარქების დროს სადღესასწაულო შემთხვევებზე ქალები დაირებზე უკრავდნენ, რასაც სიმღერა და ცეკვა ახლდა თან. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როდესაც ისრაელის მსაჯული იფთახი ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მისი ქალიშვილი მას „დაირის დაკვრითა და ცეკვით“ გამოეგება. ერთხელ, დავითის გამარჯვება ქალებმა სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს, და თან დაირებზე უკრავდნენ (მსაჯულები 11:34; 1 სამუელი 18:6, 7).

  • მუსიკის ჰანგები ძველ ისრაელში
    გამოიღვიძეთ! — 2011 | მარტი
    • [სურათი 15 გვერდზე]

      დაირას პატრიარქების დროიდან იყენებენ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება