-
ტასმანიის ველური ბუნების უცნაური არსებებიგამოიღვიძეთ! — 2012 | აპრილი
-
-
ახლა, ნება გვიბოძეთ, გაგაცნოთ ჯუნგლების შედარებით უწყინარი ბინადარი — საყვარელი, მშვიდი და ფუმფულა ცხოველი — ჩვეულებრივი ვომბატი. როგორც ყველა ჩანთოსანი, დედა ვომბატი ნაშიერს ჩანთით ატარებს და ძუძუს აწოვებს. თუმცა არის პატარა განსხვავება — ვომბატების ჩანთა სხეულის უკანა ნაწილში იხსნება. ასე პატარა სრულიად დაცულია მტვრისა და ჭუჭყისგან მაშინ, როცა „დედიკო“ წინა თათებით მიწას თხრის ბუნაგისთვის. ვომბატებს მუდმივად მზარდი კბილები აქვთ, რისი მეშვეობითაც მიწაში ყველაფერს იოლად ღრღნიან და აქუცმაცებენ. მიუხედავად ტლანქი გარეგნობისა, ჩვეულებრივი ვომბატები საოცრად მოქნილები და მოხერხებულები არიან. ისინი სუფთად და აკურატულად კრეფენ მცენარეებს მიწიდან წინა თათებით და გემრიელად შეექცევიან.
-
-
ტასმანიის ველური ბუნების უცნაური არსებებიგამოიღვიძეთ! — 2012 | აპრილი
-
-
[სურათი 11 გვერდზე]
ჩვეულებრივი ვომბატი
-