საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობა
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • ორი ურთიერთქმედება

      სამყაროს სტრუქტურა მხოლოდ გრავიტაციული და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებების ზუსტი დარეგულირებით არ შემოიფარგლება. ჩვენს სიცოცხლესთან კიდევ ორი ფიზიკური ძალაა დაკავშირებული.

      ეს ორი ძალა ატომის ბირთვში მოქმედებს და წინასწარგანჭვრეტის საკმაო მტკიცებას იძლევა. განვიხილოთ ძლიერი ურთიერთქმედება, რომელიც პროტონებსა და ნეიტრონებს აკავშირებს ატომგულში. ამ კავშირის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტების ფორმირება — როგორც მსუბუქი ელემენტების (მაგალითად, ჰელიუმისა და ჟანგბადის), ისე მძიმეების (მაგალითად, ოქროსა და ტყვიის). ეს მაკავშირებელი ურთიერთქმედება ორი პროცენტით სუსტი რომ იყოს, როგორც ჩანს, მხოლოდ წყალბადი იარსებებდა. და, პირიქით, ოდნავ ძლიერი რომ იყოს, მხოლოდ მძიმე ელემენტები იარსებებდა — წყალბადი კი არ იქნებოდა. დაეტყობოდა ეს ჩვენს სიცოცხლეს? დიახ, უწყალბადო სამყაროში ჩვენს მზეს არ ექნებოდა სასიცოცხლო ენერგიის გამოსასხივებელი საწვავი. და, რა თქმა უნდა, არც წყალი და საკვები იარსებებდა, ვინაიდან წყალბადი მათ უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

      მეოთხე ურთიერთქმედებას, რომელსაც განვიხილავთ, ეწოდება სუსტი ურთიერთქმედება — ის რადიოაქტიურ დაშლას აკონტროლებს. ის ჩვენს მზეში მიმდინარე თერმობირთვულ პროცესებზეც ახდენს გავლენას. „ეს ურთიერთქმედებაც ზუსტადაა დარეგულირებული?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვა. მათემატიკოსი და ფიზიკოსი ფრიმენ დაისონი ამბობს: „სუსტი [ურთიერთქმედება] რამდენიმე მილიონჯერ სუსტია ბირთვულ ძალაზე. ის ზუსტად იმდენად სუსტია, რომ წყალბადი მზეში იწვის ნელი და მუდმივი ტემპით. ეს სუსტი [ურთიერთქმედება] ოდნავ ძლიერი ან ოდნავ სუსტი რომ ყოფილიყო, სიცოცხლის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მზისმაგვარ ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, საფრთხე დაემუქრებოდა“. დიახ, წვის ეს ზუსტი ტემპი, ნაცვლად იმისა, რომ ფერფლად აქციოს, სითბოს უნარჩუნებს დედამიწას, ჩვენ კი — სიცოცხლეს.

      გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სუსტი ურთიერთქმედება გარკვეულ როლს ასრულებს ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებში, რაც, მათი აზრით, ელემენტთა უმრავლესობის წარმოქმნისა და გავრცელების მექანიზმს წარმოადგენს. „ეს ურთიერთქმედებები ოდნავ განსხვავებული რომ ყოფილიყო იმისგან, რაც სინამდვილეშია, ვარსკვლავები ვეღარ წარმოქმნიდნენ ელემენტებს, რომლებისგანაც მე და თქვენ ვართ აგებული“, — ამბობს ფიზიკოსი ჯონ პოლკინგჰორნი.

  • როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობა
    არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
    • [ჩარჩო 20 გვერდზე]

      „დამთხვევების კომბინაცია“

      „სუსტი ურთიერთქმედება ოდნავ ძლიერი რომ ყოფილიყო, ჰელიუმი ვერ წარმოიქმნებოდა; ოდნავ სუსტი რომ ყოფილიყო, თითქმის მთელი წყალბადი ჰელიუმად გადაიქცეოდა“.

      „ძალიან მცირეა ისეთი სამყაროს არსებობის შესაძლებლობა, რომელშიც არის გარკვეული რაოდენობის ჰელიუმი და ხდება ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება. ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ამ დამთხვევების კომბინაციაზე და ბირთვული ენერგიის უფრო დიდ დამთხვევაზე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო [ასტრონომ ფრედ] ჰოილის მიერ. წინა თაობებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით, როგორ გავჩნდით. მაგრამ ყველა წინა თაობის მსგავსად, ჩვენ დღემდე არ ვიცით — რატომ“ („ნიუ საიენტისტი“).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება