საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გულისყურით მოეკიდე სწავლებას
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • სიყვარულითა და პატივისცემით მოექეცი მათ, ვისაც ასწავლი

      12. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მოწაფეებთან?

      12 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სათანადო დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ასწავლი. ფარისევლებს სძულდათ იესოს მსმენელები. „ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია“, — ამბობდნენ ისინი (იოანე 7:49). მაგრამ იესოს თავისი მოწაფეებისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა. მან მოწაფეებს მიმართა: „მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი გამცნეთ, რაც მამაჩემისგან მსმენია“ (იოანე 15:15). ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ უნდა მოეკიდონ იესოს მოწაფეები მასწავლებლის საქმიანობას.

      13. რა გრძნობები ჰქონდა პავლეს მათ მიმართ, ვისაც ასწავლიდა?

      13 მაგალითად, პავლეს თავის მოწაფეებთან ცივი, ოფიციალური დამოკიდებულება არ ჰქონია. ის კორინთელებს სწერდა: „თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით“ (1 კორინთელთა 4:15). ზოგჯერ პავლე ცრემლებსაც კი ღვრიდა, როდესაც მათ, ვისაც ასწავლიდა, დარიგებას აძლევდა (საქმეები 20:31). ამასთანავე საოცარ მოთმინებასა და გულკეთილობას ავლენდა. ამიტომ თესალონიკელებისთვის შეეძლო ეთქვა: „მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ შეფოფინებს“ (1 თესალონიკელთა 2:7).

      14. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის შემსწავლელისადმი პირადი ინტერესის გამოვლენა? მოიყვანეთ მაგალითი.

      14 ბაძავთ თუ არა იესოსა და პავლეს? შემსწავლელისადმი გამოვლენილი გულწრფელი სიყვარული ავსებს იმ ხარვეზებს, რომლებიც შეიძლება ჩვენი ბუნებრივი მონაცემების უკმარისობითაა გამოწვეული. გრძნობს თუ არა ადამიანი, რომელსაც ვასწავლით, რომ ნამდვილად ვავლენთ მის მიმართ ინტერესს? ვპოულობთ თუ არა დროს იმისათვის, რომ გავეცნოთ ამ ადამიანს? როდესაც ერთმა ქრისტიანმა ქალმა შენიშნა, რომ ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ ვერ მიიწევდა, გულთბილად ჰკითხა: „რამე ხომ არ გაწუხებთ?“ ქალმა გული გადაუშალა და მრავალი საწუხარისა და საზრუნავის შესახებ მოუყვა. სიყვარულით აღსავსე საუბარმა ამ ქალში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ასეთ შემთხვევაში, ნუგეშისცემისა და გამხნევების მიზნით, მართებულია საღვთო წერილიდან აზრებისა და სიტყვების მოყვანა (რომაელთა 15:4). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიის შემსწავლელი შეიძლება სულიერად სწრაფად მიიწევდეს წინ, მაგრამ ჯერაც მოსაშორებელი ჰქონდეს ზოგი არაქრისტიანული ჩვევა. ამიტომ გონივრული არ იქნებოდა, მეტისმეტად ახლო ურთიერთობა გვქონოდა მასთან. ასეთ შემთხვევაში სათანადო ქრისტიანული ზღვარის დაცვა აუცილებელია (1 კორინთელთა 15:33).

      15. როგორ შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელებისადმი პატივისცემის გამოვლენა?

      15 შემსწავლელის პატივისცემაში ისიც შედის, რომ არ ვეცადოთ მისი პირადი ცხოვრების მართვას (1 თესალონიკელთა 4:11). მაგალითად, შეიძლება ბიბლიას ვასწავლიდეთ ქალს, რომელიც ხელმოუწერლად ცხოვრობს მამაკაცთან. შეიძლება მათ შვილებიც ჰყავდეთ. ქალს ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნების მიღების შემდეგ იეჰოვას ნორმებთან შესაბამისად ცხოვრება სურს (ებრაელთა 13:4). უნდა დაქორწინდეს ეს ქალი იმ მამაკაცზე თუ დაშორდეს მას? ჩვენ გვესმის, რომ დაქორწინება მამაკაცზე, რომელიც უმნიშვნელო ინტერესს ავლენს ან საერთოდ არ არის დაინტერესებული სულიერი საკითხებით, ხელს შეუშლის ქალის მომავალ წინსვლას. მეორე მხრივ, გვადარდებს მათი შვილების კეთილდღეობა და ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა დაქორწინებულიყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლენა არ იქნებოდა შემსწავლელის ცხოვრებაში ჩარევა და ასეთ საკითხებში მისთვის პირადი შეხედულების თავს მოხვევა. ბოლოს და ბოლოს, მან უნდა იცხოვროს გადაწყვეტილების მიხედვით. განა უმჯობესი არ იქნებოდა დაინტერესებულისთვის გვესწავლებინა, როგორ ‘გაეწაფა გრძნობები’ და თავად გადაეწყვიტა თავისი პრობლემა? (ებრაელთა 5:14).

  • გულისყურით მოეკიდე სწავლებას
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • მათი მოთხოვნილებების გათვალისწინება

      18, 19. ა) როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ბიბლიის ისეთი შემსწავლელის მოთხოვნილებებზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს? ბ) როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შემსწავლელს, რომელსაც გარკვეული საკითხები სირთულეებს უქმნის?

      18 კარგი მასწავლებელი მზად არის, მოერგოს შემსწავლელების უნარსა და შესაძლებლობებს (შეადარე იოანე 16:12). ტალანტების შესახებ იესოს იგავში ბატონმა დავალება „თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით“ მისცა (მათე 25:15). მსგავსადვე შეგვიძლია მოვიქცეთ, როდესაც ვინმეს ბიბლიას ვასწავლით. ჩვეულებრივ, სასურველია, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციის შესწავლა მოკლე პერიოდში დამთავრდეს. მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველას არ შეუძლია კარგად კითხვა ან არა აქვს ახალი აზრის სწრაფად ათვისების უნარი. ამიტომ თუ შემსწავლელს უჭირს სწრაფი ტემპით სვლა, გონიერებაა საჭირო იმის განსასაზღვრავად, როდის გადავიდეთ ერთი საკითხიდან მეორეზე. უფრო მნიშვნელოვანია, სასწავლო მასალის გაგება, ვიდრე დადგენილი დროის განმავლობაში მისი გავლა (მათე 13:51).

      19 იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის შემსწავლელზეც, რომელსაც გარკვეულ სირთულეებს უქმნის ისეთი საკითხები, როგორიცაა სამება ან რელიგიური დღესასწაულები. ჩვეულებრივ, აუცილებელი არ არის შესწავლისას გამოვიყენოთ გამოკვლევის შედეგად ამოკრეფილი ბიბლიაზე დაფუძნებული მასალები, მაგრამ დროდადრო ამას ვაკეთებთ, როდესაც ვხედავთ, რომ ეს აშკარად საჭიროა. ამასთანავე გონიერებაა საჭირო, რომ ზედმეტად არ შევანელოთ შემსწავლელის წინსვლა.

      იყავით ენთუზიაზმით აღსავსე!

      20. სწავლების დროს ენთუზიაზმისა და დამაჯერებლობის გამოვლენის როგორი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ?

      20 „სულით აღიგზენით“, — ამბობს პავლე (რომაელთა 12:11). დიახ, ბიბლიის შესწავლას ვატარებთ თუ კრების შეხვედრებში ვმონაწილეობთ, ეს მთელი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით უნდა ვაკეთოთ. პავლემ თესალონიკელებს მისწერა: „ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით“ (1 თესალონიკელთა 1:5). პავლე და მისი თანამსახურები ამგვარად სხვებს გადასცემდნენ ‘არა მარტო ღვთის სახარებას, არამედ თავიანთ სულსაც’ (1 თესალონიკელთა 2:8).

      21. როგორ შეგვიძლია სწავლებასთან დაკავშირებული დავალებებისადმი ენთუზიაზმით მიდგომის შენარჩუნება?

      21 ნამდვილი ენთუზიაზმით მაშინ ვივსებით, როდესაც ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბიბლიის შემსწავლელს სჭირდება იმის მოსმენა, რასაც ვეუბნებით. მოდით სწავლებასთან დაკავშირებულ არც ერთ დავალებას არ მივუდგეთ ფორმალურად. მწიგნობარი ეზრა გულისყურით ეკიდებოდა სწავლებას. მან „გულს იდვა. . . უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში“ (პირველი ეზრა 7:10). ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ, კარგად უნდა მოვემზადოთ და დავუფიქრდეთ მასალის მნიშვნელოვნებას. მოდი იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, რწმენითა და დაჯერებულობით აღგვავსოს (ლუკა 17:5). ჩვენი ენთუზიაზმი ბიბლიის შემსწავლელს ჭეშმარიტებისადმი ნამდვილი სიყვარულის განვითარებაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, გულისყურით მოვეკიდოთ სწავლებას იმასაც ნიშნავს, რომ სწავლების პროცესში გარკვეული მეთოდები გამოვიყენოთ. მომდევნო სტატიაში ზოგ მათგანს განვიხილავთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება