საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მივბაძოთ დიდებულ მასწავლებელს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 სექტემბერი
    • [ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

      გახსოვთ ეს მაგალითები?

      აქ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე ეფექტური მაგალითი. კარგი იქნებოდა, გენახათ მითითებული პუბლიკაციები და თქვენთვის აღგენიშნათ, როგორ ამახვილებს ყურადღებას თითოეული მაგალითი განსახილველ საკითხზე.

      • როგორც აკრობატის ან ფიგურულ სრიალში მონაწილე წყვილის შემთხვევაში, წარმატებული ქორწინებაც ბევრად არის დამოკიდებული კარგი პარტნიორის შერჩევაზე (2001 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 16).

      • გრძნობების გამოხატვა ბურთის სროლას ჰგავს. ის შეგიძლიათ ნაზად გადაუგდოთ სხვას ან ისეთი ძალით ესროლოთ, რომ ტრავმა მიაყენოთ (2001 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 10).

      • სიყვარულის გამოხატვის სწავლა ძალიან ჰგავს უცხო ენის შესწავლას (1999 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 18, 22, 23).

      • თანდაყოლილი ცოდვა შეიძლება შევადაროთ ვირუსს, რომელიც აზიანებს კომპიუტერის ფაილებს („არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, გვ. 156).

      • დემონები სპირიტიზმს ისევე იყენებენ, როგორც მონადირე სატყუარას. სპირიტიზმი თავის მსხვერპლს იზიდავს („მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, გვ. 111).

      • იესოს მიერ ადამის შთამომავლების ხსნა შეიძლება შევადაროთ მდიდარი კეთილისმყოფლის ქმედებას, რომელიც საწარმოს ვალებს ისტუმრებს (ეს ვალები მას თაღლითი დირექტორის გამო დაედო), კვლავ ხსნის ფაბრიკას და ასაქმებს მრავალ თანამშრომელს (1991 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.], გვ. 13).

      • ხელოვნების მოყვარული ყველანაირად ცდილობს აღადგინოს სერიოზულად დაზიანებული შედევრი. მსგავსადვე, იეჰოვა ჩვენს არასრულყოფილებაზე არ ახდენს კონცენტრირებას, ის კარგს ხედავს ჩვენში და საბოლოოდ დაგვიბრუნებს ადამის მიერ დაკარგულ სრულყოფილებას (1990 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.], გვ. 22).

  • მივბაძოთ დიდებულ მასწავლებელს
    საგუშაგო კოშკი — 2002 | 1 სექტემბერი
    • სათანადო მაგალითები

      16 ეფექტური მაგალითები ჩვენს სწავლებას ხიბლს მატებს და უფრო მიმზიდველს ხდის. რატომ არის სწავლებისას მათი გამოყენება ასე ღირებული? ერთი პედაგოგი აღნიშნავდა: „აბსტრაქტული აზროვნების უნარის განვითარება ადამიანისთვის ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა“. მაგალითები კი აზრობრივი სურათების წარმოსახვასა და ახალი ინფორმაციის უკეთ ათვისებაში გვეხმარება. მაგალითების მოყვანაში იესოს ბადალი არ ჰყავდა (მარკოზი 4:33, 34). მოდი განვიხილოთ, ჩვენ როგორ გამოვიყენოთ სწავლების ეს მეთოდი.

      17 რა ხდის მაგალითს ეფექტურს? პირველ რიგში, ის უნდა ერგებოდეს მსმენელებს და ნაცნობი იყოს მათთვის. ალბათ, გვახსოვს, რომ იესოს მაგალითები, ძირითადად, მსმენელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავდა. მეორე მხრივ, მაგალითი კარგად უნდა იყოს დაკავშირებული მთავარ აზრთან. თუ მთავარი აზრი და მაგალითი ერთმანეთს არ უკავშირდება, მან შეიძლება მსმენელი ვერ მიახვედროს ძირითად აზრს. მესამე, მაგალითი ზედმეტი წვრილმანებით არ უნდა იყოს გადატვირთული. გაიხსენეთ, რომ იესო მხოლოდ აუცილებელ დეტალებს მოიხსენიებდა. და მეოთხე, როდესაც მაგალითი მოგვყავს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის გასაგები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსმენელები შეიძლება ვერ მიხვდნენ, რის თქმა გვსურს.

      18 მაგრამ როგორ მოვიფიქროთ სათანადო მაგალითი? საჭირო არ არის გრძელი და რთული ისტორიის დაწვრილებით მოფიქრება. მოკლე მაგალითები საკმაოდ ეფექტურია. ვეცადოთ, მოვიფიქროთ ისეთი მაგალითები, რომლებიც განსახილველ მასალას უკავშირდება. ვთქვათ, ვსაუბრობთ ღვთის გულმოწყალებაზე და გვსურს მაგალითით საქმეების 3:19-ში ჩაწერილი აზრის ახსნა, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვა ‘აღხოცავს’ ანუ შლის ჩვენს შეცდომებს. მართალია, ეს თავად არის მეტაფორული გამონათქვამი, მაგრამ რა კონკრეტული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ მთავარი აზრის გადმოსაცემად? საშლელის მაგალითი ხომ არა? შეგვეძლო ასეთი რამ ვთქვათ: როდესაც იეჰოვა ცოდვებს გვპატიობს, ის, ასე ვთქვათ, საშლელს იღებს და შლის მათ. შეუძლებელია, რომ ასეთი მარტივი მაგალითის მთავარი აზრი მსმენელისთვის გაუგებარი დარჩეს.

      19 სად ვიპოვოთ მაგალითები, მათ შორის, ისეთები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება? ისინი შეგვიძლია მოვიყვანოთ საკუთარი ან თანამორწმუნეთა წარსულიდან თუ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. მაგალითებად აგრეთვე შეიძლება სხვადასხვა სულიერი ან უსულო საგნების, საოჯახო ნივთების ან ყველასათვის კარგად ცნობილი ახალი ამბების გამოყენება. კარგი მაგალითების შერჩევაში ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკვირვებულობა და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაციების ყურადღებით ‘დათვალიერება’ დაგვეხმარება (საქმეები 17:22, 23). ერთ ცნობარში, რომელშიც მოცემულია რჩევები მომხსენებლებისთვის, აღნიშნული იყო: „მომხსენებელს, რომელიც აკვირდება ადამიანთა ცხოვრებასა და ყოველდღიურ საქმიანობას, ესაუბრება სხვადასხვა ადამიანს, გულდასმით იკვლევს ყოველივეს და საკითხში ბოლომდე გასარკვევად სვამს კითხვებს, — მაგალითების ძალიან დიდი მარაგი უგროვდება, რაც საჭიროების შემთხვევაში დიდ დახმარებას გაუწევს“.

      20 ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, აგრეთვე, იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოშვებული სხვა ლიტერატურა, კიდევ ერთი მდიდარი წყაროა ეფექტური მაგალითების საპოვნელად. ბევრ რამეს გაიგებთ, თუ დააკვირდებით, როგორ არის ამ პუბლიკაციებში გამოყენებული მაგალითებიb. მოდი განვიხილოთ წიგნ „შემეცნებიდან“ მე-17 თავის მე-11 აბზაცში მოცემული მაგალითი. კრების წევრების ხასიათების მრავალფეროვნება შედარებულია სხვადასხვა ავტომობილთან, რომლებიც გზაზე მიემართებიან. რა განაპირობებს ამ მაგალითის ეფექტურობას? ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ის ყოველდღიური ცხოვრებიდან არის აღებული, მჭიდროდ უკავშირდება მთავარ აზრს და სრულიად გასაგებია, თუ რატომ არის ეს შედარება მოყვანილი. შეგვიძლია სწავლებისას რომელიმე პუბლიკაციაში მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი გამოვიყენოთ ისე, რომ მივუსადაგოთ ბიბლიის შემსწავლელთა მოთხოვნილებას ან მოხსენებას მოვარგოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება