საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • ხშირად, სასარგებლოა უცნობი სიტყვების ახსნა. ზოგისთვის ნამდვილი აღმოჩენაა მათეს 6:10-ში მოხსენიებული „სამეფოს“ მნიშვნელობის გაგება. მუხლში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობის გამეორებამ ზოგჯერ შეიძლება დიდი ხნის მონათლულ ქრისტიანებსაც მოუტანოს სარგებლობა; ისინი უფრო ზუსტად გაიგებენ მოცემული მუხლის მნიშვნელობას. ამაში უკეთ დარწმუნდები, თუ წაიკითხავ 2 პეტრეს 1:5—8-ს და განმარტავ, რას ნიშნავს რწმენა, ზნეობა, ცოდნა, თავშეკავება, მოთმინება, ღვთისადმი ერთგულება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული. როდესაც ერთმანეთის გვერდით მონათესავე სიტყვებია გამოყენებული, მათი განმარტების შედეგად ამ სიტყვებს შორის არსებულ სხვაობას მსმენელი უკეთესად დაინახავს. ეს ეხება იგავების 2:1—6-ში გამოყენებულ ისეთ სიტყვებსაც, როგორიცაა სიბრძნე, ცოდნა, გამჭრიახობა და გაგების უნარი.

  • მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • როდესაც მომხსენებელი მოიხსენიებს ბიბლიის რომელიმე წიგნის დაწერის დროს ან იმას, თუ როდის მოხდა ესა თუ ის მოვლენა, მან იმ დროს არსებული ვითარებაც უნდა აღწეროს. ასეთნაირად, მსმენელი უფრო ნათლად დაინახავს ამ წიგნისა თუ მოვლენის მნიშვნელობას.

  • მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • როგორ მოვიქცეთ, თუ მოხსენება „ღვთის სიღრმეების“ განხილვას მოითხოვს? (1 კორ. 2:10). თუ რამდენიმე ძირითად მომენტს დასაწყისშივე გამოყოფ და მაშინვე ახსნი, მსმენელი უფრო ადვილად გაიგებს დეტალებს. და თუ მოხსენებას მოკლე შეჯამებით დაასრულებ, მსმენელს ალბათ კმაყოფილების გრძნობა დარჩება იმის გამო, რომ რაღაც ისწავლა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება