-
ცრემლების საიდუმლოგამოიღვიძეთ! — 2014 | მარტი
-
-
ზოგი ექსპერტის აზრით, ტირილის დროს ადამიანი ემოციებს გულში აღარ იტოვებს, ხოლო ვინც გამუდმებით თავს იკავებს ტირილისგან, შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოს. სხვები ირწმუნებიან, რომ მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, რამდენად კარგად მოქმედებს ტირილი ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქალების 85 პროცენტი და მამაკაცების 73 პროცენტი ტირილის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს. „ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ტირილი მჭირდება. ტირილის შემდეგ შვებას ვგრძნობ და მოვლენებს უფრო ნათლად და სწორად აღვიქვავ“, — ამბობს ნოემი.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ქალების 85 პროცენტი და მამაკაცების 73 პროცენტი ტირილის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს
მაგრამ შვება მხოლოდ ცრემლებს არ მოაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვებს რა რეაქცია ექნებათ ჩვენს ტირილზე. მაგალითად, შვებას ვგრძნობთ მაშინ, როცა ჩვენი ცრემლები სხვებს აღძრავს, გვანუგეშონ ან დახმარების ხელი გამოგვიწოდონ.
-