საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რატომ დაკარგა ხალხმა მოთმინება?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | დეკემბერი
    • როგორც, ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, მოთმინების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. მონრეალში (კანადა) გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში აღნიშნული იყო, რომ „ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ისეთებმა როგორიცაა, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი თუ აიპოდი, საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება . . . იმან, რომ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ჩვენთვის სასურველ შედეგებს დაუყოვნებლივ ვიღებთ, გაზარდა ჩვენში იმის მოთხოვნილება, რომ ცხოვრების სხვა სფეროებშიც ასევე სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგები“.

      ოჯახის ფსიქოლოგი დოქტორი ჯენიფერ ჰარსტეინი დამაფიქრებელ დასკვნას აკეთებს: „ჩვენ, ადამიანებს განგვივითარდა სასურველი შედეგების დაუყოვნებლივ მიღების ერთგვარი კულტურა და გვსურს, რომ ყველაფერს სწრაფად, ეფექტურად და სასურველი გზით ვიღებდეთ. როცა ეს არ ხდება, იმედი გვიცრუვდება და ვღიზიანდებით. დავკარგეთ სიმშვიდისა და მოცემულ სიტუაციებში სიამოვნების შეგძრნების ყოველგვარი კულტურა“.

      ბევრი თვლის, რომ იმეილი ნელ-ნელა კარგავს პოპულარობას და შესაძლოა სულ მალე მოდიდანაც კი გადავიდეს. გაინტერესებთ მიზეზი? ბევრს, ვინც აგზავნის შეტყობინებას, აღარ ჰყოფნის მოთმინება, რომ საათები ან თუნდაც წუთები ელოდოს პასუხს. იმეილები და ჩვეულებრივი წერილები, როგორც წესი, ითვალისწინებენ შესავალ და დასკვნით სიტყვებს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ფორმალობები მოსაწყენი და დროის წამრთმევია. ისინი ამჯობინებენ სწრაფ შეტყობინებებს, რომელიც არ მოითხოვს მსგავს პროტოკოლს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს არ გააჩნია იმდენი მოთმინება, რომ თავაზიანი მოკითხვის სიტყვები ჩაწეროს წერილში. ბევრი იმის დროსაც კი ვერ ნახულობს, რომ თავისი დაწერილი წერილი გაგზავნამდე გადაიკითხოს. შედეგად, ადრესატი იღებს ისეთ ტექსტს, რომელშიც უამრავი გრამატიკული თუ სხვა სახის შეცდომაა დაშვებული.

  • რატომ დაკარგა ხალხმა მოთმინება?
    გამოიღვიძეთ! — 2012 | დეკემბერი
    • ექსპერტების თქმით, ბევრს იმდენად უჭირს მოთმინება, რომ არ შეუძლია ფურცელზე დაბეჭდილი გრძელი ტექსტის ბოლომდე წაკითხვა. რატომ? იმიტომ, რომ მიჩვეულნი არიან სწრაფად გადასვლას ინტერნეტში ვებ-გვერდიდან ვებ-გვერდზე და ბმულიდან ბმულზე იმ იმედით, რომ საჭირო ინფორმაციას სწრაფად მოძებნიან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება