-
როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ღიმილი?გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
-
-
კბილის გაფუჭებას იწვევს ორი სახის ბაქტერია — მუტანტური სტრეპტოკოკი და ლაქტობაცილა, რომლებიც საკვების ნარჩენებთან ერთად კბილებზე ბაქტერიულ ნადებს ქმნის. ეს ბაქტერიები იკვებებიან შაქრებით და მათ საზიანო მჟავებად გარდაქმნიან, რის შედეგადაც იწყება კბილის დაზიანება. გარკვეული შაქრები უფრო ადვილად გარდაიქმნება მჟავებად ან უფრო მეტად ეკვრის კბილებს, რაც ბაქტერიებს მეტ დროს აძლევს კბილის გასაფუჭებლადb. თუ ბაქტერიული ნადები არ იქნა მოშორებული, ის მაგრდება და ღრძილის კიდესთან ქვებად იქცევა.
კარიესის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ყურადღება მიექცეს ბაქტერიული ნადების და განსაკუთრებით მუტანტური სტრეპტოკოკის მოშორებას. ამიტომ, თუ გსურთ მომხიბვლელი ღიმილის შენარჩუნება, აუცილებლად დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა. კოლუმბიის უნივერსიტეტის პირის ღრუს ქირურგიის კათედრა აღნიშნავს, რომ „[ჯაგრისით გახეხვა] კბილის ძაფის გამოყენებასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი კბილებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების შესანარჩუნებლად“. კბილების გახეხვისა და ძაფით მათი გაწმენდის ეფექტური მეთოდები ამ და მომდევნო გვერდებზეა მოცემული. შეიძლება თქვენმა სტომატოლოგმა კბილების სათანადოდ გაწმენდასთან დაკავშირებით სხვა საშუალებები და ტექნიკა გირჩიოთ.
-
-
როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მომხიბვლელი ღიმილი?გამოიღვიძეთ! — 2005 | ნოემბერი 8
-
-
სტომატოლოგები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პროფილაქტიკას, რათა თავიდან იქნას არიდებული დემინერალიზაციით გამოწვეული დაზიანებები. ძალიან ხშირად პატარა დაზიანების მკურნალობით შესაძლებელია კბილის სრული განკურნება. ამგვარად, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში სტომატოლოგთან მისვლა თქვენთვის სტრესთან დაკავშირებული არ იქნება.
მაგრამ, თუ კბილებიდან ბაქტერიების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილ მჟავებს არ მოვიცილებთ, შედეგად კარიესი განვითარდება. თუ კარიესის განვითარებას ხელი არ შეეშლება, გაჩნდება ღრუ. მაშინ კბილებს მკურნალობა სჭირდება. თუ კარიესი პულპამდე ანუ იმ ადგილამდე არ არის მიღწეული, სადაც კბილის ნერვები მდებარეობს, ჩვეულებრივ, შესაძლებელია კბილის აღდგენა.
სტომატოლოგი ღრუს გასასუფთავებლად, შემდეგ კი მის დასამუშავებლად ბურღს იყენებს. შემდეგ ღრუში იდება ბჟენი („პლომბი“). ამალგამისგან გაკეთებული ბჟენი ძალიან მალე მაგრდება და ეძლევა გარკვეული ფორმა მაშინ, როდესაც კომპოზიტის გამოყენებისას საჭიროა მისი ოპტიკური დასხივებით გამაგრება. კბილის ღრუს მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში კარიესი პულპამდე მიაღწევს და საჭირო გახდება ფესვის არხების მკურნალობა ან კბილის ამოღებაც კი.
-