საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორია
    გამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
    • იმ დროს პროთეზებს სპეციალურ ყალიბებში კი არ ასხამდნენ, არამედ სპილოს ძვლისგან ჭრიდნენ, რის გამოც ის ყბას მჭიდროდ არ ებჯინებოდა. ვაშინგტონის მსგავსად ინგლისელ ჯენტლმენებსაც იგივე პრობლემა ჰქონდათ. როგორც ამბობენ, მათი მშრალი იუმორი იმით არის განპირობებული, რომ იმ დროს ისინი ცდილობდნენ, გულიანად არ გაეცინათ და თავიანთი პროთეზი არ გამოეჩინათ.

      ამბობენ, რომ ვაშინგტონს ხის პროთეზი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს სიმართლეს არ შეეფერება. მისი პროთეზი ადამიანის კბილებით, სპილოს ძვლითა და ტყვიით იყო გაკეთებული და არა ხით. სავარაუდოდ მისმა დანტისტებმა ადამიანის კბილები საფლავის მძარცველებისგან შეიძინეს. ისიც უნდა ითქვას, რომ კბილით მოვაჭრეები ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებსაც აძრობდნენ კბილებს. ამგვარად პროთეზი ფუფუნების საგანი იყო და მისი შეძენა მდიდრებს შეეძლოთ. უბრალო ხალხს მხოლოდ მე-19 საუკუნის 50-იანი წლებიდან მიუწვდებოდა მასზე ხელი, რადგან დაახლოებით ამ პერიოდში აღმოაჩინეს ვულკანიზებული რეზინი. ყბაზე პროთეზის დასამაგრებლად სწორედ ამ რეზინის გამოყენება დაიწყეს.

  • კბილის ტკივილი აუტანელი ტკივილის ისტორია
    გამოიღვიძეთ! — 2007 | სექტემბერი
    • [სურათი 28 გვერდზე]

      შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის პროთეზი, რომელიც სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული

      [საავტორო უფლება]

      Courtesy of The National Museum of Dentistry, Baltimore, MD

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება