საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 13. რას გვიმჟღავნებს გამოცხადების 18:7 მეძავის ანუ დიდი ბაბილონის შესახებ, რომელშიც შედის ქრისტიანული სამყარო?

      13 მესამე: ტირილი და კბილთა ღრჭენა. რა ხდება მას შემდეგ, რაც ანგელოზები ძნებად კრავენ სარეველას? სარეველას კლასზე საუბრისას იესომ თქვა: „იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათ. 13:42). ეს სიტყვები დღეს არ სრულდება. დღეს ქრისტიანული სამყარო ანუ მეძავის ნაწილი, ჯერ კიდევ ამბობს თავის თავზე, „დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არასოდეს ვიხილავო“ (გამოცხ. 18:7). მართლაც, დღეს ქრისტიანულ სამყაროს წამყვანი მდგომარეობა უკავია; მას თავი დედოფლადაც კი მიაჩნია და თვლის, რომ პოლიტიკურ ლიდერებზე მაღლა დგას. ამჟამად სარეველას კლასის წარმომადგენლები კი არ ტირიან, ამაყობენ. მაგრამ ეს სურათი ძალიან მალე შეიცვლება!

      ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირს მალე მოეღება ბოლო (იხილეთ მე-13 აბზაცი)

      14. ა) როდის და რატომ დაიწყებენ ცრუ ქრისტიანები „კბილთა ღრჭენას“? ბ) როგორ ეთანხმება მათეს 13:42-ის ახლებური გაგება ფსალმუნების 112:10-ში ჩაწერილ სიტყვებს? (იხილეთ შენიშვნა)

      14 დიდი გასაჭირის დროს, მას შემდეგ, რაც ყველა ცრუ რელიგიური მიმდინარეობა განადგურდება, მათი მიმდევრები თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერსად იპოვიან უსაფრთხო ადგილს (ლუკ. 23:30; გამოცხ. 6:15—17). შემდეგ, როცა გააცნობიერებენ, რომ თავს ვერ დააღწევენ განადგურებას, სასოწარკვეთილებისგან და ბრაზისგან დაიწყებენ „ტირილს და კბილთა ღრჭენას“. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა დიდ გასაჭირთან დაკავშირებით, ამ შავბნელ პერიოდში ისინი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას“e (მათ. 24:30; გამოცხ. 1:7).

  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • e მე-14 აბზაცი. ეს არის მათეს 13:42-ის ახალი გაგება. ადრე ჩვენს პუბლიკაციებში ეწერა, რომ ცრუ ქრისტიანების „ტირილი და კბილთა ღრჭენა“ ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა; ვფიქრობდით, რომ ისინი მოთქვამდნენ, რადგან „სამეფოს ძეები“ ამხელდნენ მათ, როგორც „ბოროტის ძეებს“ (მათ. 13:38). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კბილთა ღრჭენა“ განადგურებასთან არის დაკავშირებული (ფსალმ. 112:10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება