-
ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?გამოიღვიძეთ! — 1999 | ივლისი 8
-
-
ამ უტყუარი მონაცემების მოპოვება კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც კალიფორნიაში, მაუნტ-უილსონის ობსერვატორიაში 254 სმ დიამეტრის სარკის მქონე გიგანტური ტელესკოპი დაამონტაჟეს. 20-იან წლებში ამ ტელესკოპით მოხდენილმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ სამყარო ფართოვდებოდა!
მანამდე კი, თვით უდიდესი ტელესკოპებითაც, მხოლოდ ცალკეული ვარსკვლავების გარჩევა შეეძლოთ ჩვენსავე გალაქტიკაში — ირმის ნახტომში. თუმცა მეცნიერები ნისლეულებად წოდებულ მკრთალად მნათ ლაქებსაც ამჩნევდნენ, მათ, უმეტესწილად, ჩვენსავე გალაქტიკაში არსებულ გაზოვან ღრუბლებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ზემოხსენებული გაცილებით მძლავრი ტელესკოპის მეშვეობით ედუინ ჰაბლმა ამ ნისლეულებში ცალკეული ვარსკვლავები გაარჩია. ამგვარად, გამოირკვა, რომ მკრთალად მნათი ლაქები სხვა არაფერი იყო, თუ არა ირმის ნახტომის მსგავსი სხვა გალაქტიკები.
-
-
ჰქონდა თუ არა სამყაროს დასაწყისი?გამოიღვიძეთ! — 1999 | ივლისი 8
-
-
მაუნტ-უილსონის ობსერვატორიაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა დაგვანახვა, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა.
-