საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • 13 მღვდელმთავარი არის კარვის ეზოში. მან უკვე დაიბანა ხელ-ფეხი საბანლის წყლით და კლავს შესაწირავ ხბოს. ხბოს სისხლს ასხამს თასში; ამ სისხლს განსაკუთრებულად გამოიყენებს, რომ მოხდეს მღვდელთა მუხლის, ლევიანების, ცოდვებისგან გამოსყიდვა (ლევიანნი 16:4, 6, 11). მაგრამ, სანამ შესაწირთან კიდევ რამეს შეასრულებდეს, მღვდელმთავარმა უნდა მოამზადოს სხვა რამ. ის სურნელოვან საკმეველს იღებს (როგორც ჩანს ციცხვით) და სამსხვერპლოდან აღებულ გავარვარებულ ნაკვერჩხლებთან ერთად საცეცხლურში ათავსებს. ახლა ის შედის წმიდაში და მიდის წმიდათაწმიდის ფარდასთან. ის ნელა გადის ფარდის იქით და დგება მოწმობის კიდობანთან. შემდეგ, ისე რომ, ძეხორციელი ვერ ხედავს, საკმეველს ღვრის მოგიზგიზე ნაკვერჩხალზე და წმიდათაწმიდა ივსება ტკბილი სურნელის მქონე ღრუბლით (ლევიანნი 16:12, 13, აქ).

  • ‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
    • მღვდელმთავარი გამოდის წმიდათაწმიდიდან, იღებს ხბოს სისხლს და კვლავ წმიდათაწმიდაში შედის. როგორც რჯულში იყო მითითებული, ის თითს აწებს სისხლში და შვიდჯერ ასხურებს კიდობნის სახურავის წინ (ლევიანნი 16:14). შემდეგ ის კვლავ ეზოში ბრუნდება და კლავს ვაცს, რომელიც არის ცოდვის შესაწირავი ‘ხალხისთვის’. მას მიაქვს ვაცის სისხლის გარკვეული ნაწილი წმიდათაწმიდაში და ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ხბოს სისხლის შეტანის დროს (ლევიანნი 16:15). განწმენდის დღეს სხვა მნიშვნელოვანი მსახურებებიც ხდებოდა. მაგალითად, მღვდელმთავარს ხელები უნდა დაედო მეორე ვაცის თავზე და უნდა ეღიარებინა ‘ისრაელის ყველა უკეთურება’.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება