-
როგორ მივუახლოვდეთ „ლოცვების მომსმენს“?საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 სექტემბერი
-
-
9. რა მოითხოვებოდა იმისათვის, რომ საწმინდარში მსახურება იეჰოვასთვის მისაღები ყოფილიყო?
9 ისრაელისთვის მიცემულ კანონში ეწერა, თუ რა მოითხოვებოდა საწმინდარში ღმერთთან მისაახლოებლად. რა მოთხოვნა იყო ეს? ყოველ დილა-საღამოს ცხოველური შესაწირავის გარდა, მღვდელმთავარს სურნელოვანი საკმეველი უნდა ეკმია იეჰოვას წინაშე. მოგვიანებით, მღვდლებსაც მიეცათ ასეთი მსახურების შესრულების შესაძლებლობა, თუმცა „გამოსყიდვის დღეს“ ეკრძალებოდათ ამის გაკეთება. თუ მღვდლები მოკრძალებით არ შეასრულებდნენ ამ მსახურებას, იეჰოვა არ მოიწონებდა მას (გამოსვლა 30:7, 8; 2 მატიანე 13:11).
-
-
როგორ მივუახლოვდეთ „ლოცვების მომსმენს“?საგუშაგო კოშკი — 2006 | 1 სექტემბერი
-
-
ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ, როცა იოანე ნათლისმცემლის მამა, ზაქარია, საწმინდარში საკმეველს აკმევდა, იეჰოვას უამრავი თაყვანისმცემელი, რომლებიც მღვდლები არ იყვნენ, ‘გარეთ ლოცულობდნენ’. როგორც ჩანს, ხალხისთვის ჩვეულებად იქცა, საწმინდრის გარეთ შეკრებილიყვნენ მაშინ, როცა მღვდელი ოქროს სამსხვერპლოზე საკმეველს აკმევდა (ლუკა 1:8—10).
-