-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
11, 12. ა) წინასწარმეტყველების საშუალებით როგორ არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ აკურთხებს მათს აღდგენილ სამშობლოს? ბ) რა იყო ნაჩვენები მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეებით?
11 აკურთხებდა იეჰოვა მათს ქვეყანას? წინასწარმეტყველება ამ კითხვაზე საპასუხოდ გულში ჩამწვდომ სურათს გვიხატავს. წყალი მოედინება ტაძრიდან და თანდათანობით მისი კალაპოტი განიერდება, ხოლო მკვდარი ზღვის შესართავთან უკვე მდინარედ იქცევა, აცოცხლებს მკვდარ წყლებს და მთელ სანაპიროზე გაცხოველებული თევზაობა იმართება. მდინარის ნაპირებზე ხარობს მრავალი ხე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მოაქვს ნაყოფი, საკვებით უზრუნველყოფს ხალხს და კურნავს (ეზეკიელი 47:1–12).
12 ტყვეობაში მყოფთ ამ აღთქმამ აღდგენის შესახებ ადრე ნათქვამი ასე სასურველი წინასწარმეტყველებები გაახსენა და მათდამი რწმენა განუმტკიცა. იეჰოვამ არაერთხელ შთააგონა წინასწარმეტყველებს, სამოთხედ აღეწერათ აღორძინებული და კვლავ დასახლებული ისრაელი. მკვდარი რეგიონების გაცოცხლება მრავალჯერ იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 35:1, 6, 7; 51:3; ეზეკიელი 36:35; 37:1–14). ამგვარად, ხალხს საფუძველი ჰქონდა იმედისთვის, რომ იეჰოვას სიცოცხლისმომცემი კურთხევები აღდგენილი ტაძრიდან მდინარესავით გადმოიღვრებოდა. შედეგად, სულიერად მკვდარი ერი გაცოცხლდებოდა. აღდგენილი ხალხი კურთხეული იქნებოდა შესანიშნავი სულიერი მამაკაცებით, რომლებიც ისეთივე მართლები და მტკიცეები იქნებოდნენ, როგორც ხილვაში მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეები, — მამაკაცებით, რომლებიც გაპარტახებული ქვეყნის აღორძინებას შეუდგებოდნენ. ესაიამაც დაწერა ‘სიმართლის მუხების’ შესახებ, რომლებიც ‘ააშენებდნენ ძველთაძველ ნაოხარებს’ (ესაია 61:3, 4).
-
-
„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 მარტი
-
-
იეჰოვას ტაძარი აღდგენილ იქნა, ხოლო მისი აღთქმის თანახმად ცხოვრების კურთხევები კვლავ უხვად გადმოიღვარა (მეორე რჯული 30:19; ესაია 48:17–20). ერთ-ერთი კურთხევა იყო შემეცნება. აღდგა სამღვდელოების მსახურება და მღვდლები ხალხს რჯულს ასწავლიდნენ (მალაქია 2:7). შედეგად, ხალხი სულიერად გამოცოცხლდა და იეჰოვას მსახურებაში კვლავ ნაყოფიერი გახდა, ისევე როგორც წინასწარმეტყველებაში მკვდარი ზღვა განიკურნა და თევზჭერის ნაყოფიერ ადგილად იქცა.
-