საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 76 გვ. 180-გვ. 181 აბზ. 2
  • იესო წმენდს ტაძარს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო წმენდს ტაძარს
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • ვაჭრების ტაძრიდან გაძევება
    ბიბლიური მოთხრობები
  • იეჰოვას სახლის მოშურნე
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ტაძრის კიდევ ერთხელ განწმენდა
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ‘დადგა ჟამი’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 76 გვ. 180-გვ. 181 აბზ. 2
იესო შოლტით ყრის ცხოველებს ტაძრიდან და ფულის გადამცვლელებს მაგიდებს უყირავებს.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 76

იესო წმენდს ტაძარს

ახალი წელთაღრიცხვით 30 წლის გაზაფხულზე იესო იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქში ბევრი ხალხი იყო შეკრებილი პასექის აღსანიშნავად. ამ დღესასწაულის დროს მათ ცხოველები მიჰყავდათ ტაძარში შესაწირად. ზოგს სახლიდან მიჰყავდა ცხოველი, ზოგი კი იერუსალიმში ყიდულობდა.

როცა იესო ტაძარში შევიდა, დაინახა, რომ ხალხი იქ ცხოველებს ყიდდა. ისინი პირდაპირ იეჰოვას სახლში ვაჭრობდნენ. როგორ მოიქცა იესო? მან თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ცხვრები და სხვა ცხოველები. იესომ ფულის გადამცვლელებს მაგიდები აუყირავა; მოვაჭრეების ფული ძირს მიმოიფანტა. მან მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! მამაჩემის სახლი სავაჭრო ადგილი არ არის!

იესოს ასეთმა საქციელმა ხალხი ძალიან გააოცა. მის მოწაფეებს გაახსენდათ მესიის შესახებ ნათქვამი წინასწარმეტყველება, რომ მას ძალიან ეყვარებოდა იეჰოვას სახლი.

მოგვიანებით, ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს, იესომ მეორედ განწმინდა ტაძარი. დიახ, ის არავის დართავდა ნებას, უპატივცემულოდ მოქცეოდნენ მამამისის სახლს.

„ვერ იქნებით ღვთის მონებიც და სიმდიდრისაც“ (ლუკა 16:13).

კითხვები: რა გააკეთა იესომ, როცა დაინახა, რომ ხალხი ტაძარში ყიდდა ცხოველებს? რატომ მოიქცა იესო ასე?

მათე 21:12, 13; მარკოზი 11:15–17; ლუკა 19:45, 46; იოანე 2:13–17; ფსალმუნი 69:9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება