საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იქ, სადაც ერთმანეთს შეეჯახა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და წარმართობა
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • არტემიდეს ტაძარი პოპულარობას კარგავს

      ეფესოში არტემიდეს კულტი ღრმად იყო ფესვებგადგმული. მეფე კრეზუსამდე იქ ცენტრალური რელიგიური ფიგურა დედა–ღმერთი კიბელე იყო. კრეზუსი იმედოვნებდა, რომ კიბელესა და ელინისტურ პანთეონთან მითოლოგიის ხაზით გენეტიკური კავშირის არსებობას თუ დაანახვებდა ხალხს, დააფუძნებდა ისეთ რელიგიურ ფიგურას, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც ბერძნებისთვის, ისე სხვა ერის წარმომადგენლებისთვის. ამ მეფის ხელშეწყობით ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდში დაიწყეს კიბელეს შემცვლელის, არტემიდეს, ტაძრის მშენებლობა.

      ეს ტაძარი ბერძნული არქიტექტურის საოცარი მიღწევა იყო. მანამდე არასოდეს გამოუყენებიათ ამგვარი და ასე დიდი შენობის ასაგებად მარმარილოს დიდი ლოდები. პირველი ტაძარი ძვ. წ. 356 წელს დაწვეს. იმავე ადგილზე აღდგენილი ტაძარიც დიდებული იყო. იქ დასაქმებული იყო მრავალი ადამიანი და იგი ძალიან იზიდავდა პილიგრიმებსაც. 73 მეტრი სიგანისა და 418 მეტრი სიგრძის პლატფორმაზე წამოჭიმული აღდგენილი ტაძარი დაახლოებით 50 მეტი სიგანის და 105 მეტრი სიგრძის იყო. არტემიდეს ტაძარი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ–ერთი გახლდათ. მაგრამ ეს ყველას არ სიამოვნებდა. ფილოსოფოსმა ჰერაკლიტე ეფესელმა ამ ტაძრის სამსხვერპლოს ბნელი გასასვლელი დაცემულობის წყვდიადს შეადარა, ხოლო ტაძრის ზნეობა, მისი აზრით, გარეული ცხოველებისაზე უარესი იყო. მიუხედავად ამისა, უმრავლესობას ეგონა, რომ შიდა დარბაზი, სადაც არტემიდეს კულტი იდგა, ყოველთვის დიდების ზენიტში იქნებოდა. მაგრამ მოვლენები სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. ეფესოს შესახებ დაწერილ ერთ წიგნში ნათქვამია: „მეორე საუკუნისთვის არტემიდესა და პანთეონის სხვა ღვთაებებისადმი თაყვანისცემამ ძალიან სწრაფად იწყო დიდების მწვერვალიდან თავქვე დაშვება“ (Ephesos—Der neue Führer).

      ახ. წ. III საუკუნეში ეფესოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გარდა ამისა, შავი ზღვიდან მოსულმა გუთებმა გაძარცვეს არტემიდეს ტაძარი და იქიდან ძალიან დიდი სიმდიდრე გაზიდეს, ტაძარი კი ცეცხლს მისცეს. ზემოხსენებულ წიგნში ნათქვამია: „როგორღა შეიძლებოდა მას შემდეგ, რაც დამარცხდა და საკუთარი სამყოფელის დაცვა ვერ შეძლო, არტემიდე ქალაქის დამცველად ჩათვლილიყო?“ (ფსალმუნები 134:15—18).

      ახ. წ. IV საუკუნის დასასრულისთვის იმპერატორმა თეოდოსიუს I–მა „ქრისტიანობა“ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მალე ერთ დროს პრესტიჟული არტემიდეს ტაძარი სამშენებლო მასალად გამოსაყენებელი ქვების წყარო გახდა. არტემიდესადმი თაყვანისმცემლობა სრულიად გაქრა. ერთ–ერთმა უცნობმა დამკვირვებელმა ამ ტაძრის განმადიდებელი ეპიგრამის შესახებ — რომელშიც მას ძველი მსოფლიოს საოცრება ეწოდებოდა — კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა: „ახლა ის ყველაზე გაპარტახებული და საცოდავი ადგილია“.

  • იქ, სადაც ერთმანეთს შეეჯახა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და წარმართობა
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • [სურათი 27 გვერდზე]

      არტემიდეს ტაძრის ნანგრევები.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება