საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • თელ არადი უტყვი მოწმე
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • რა შეიძლება ითქვას სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ იდუმალებით მოცულ ტაძარზე? თელ არადში აღმოჩენილი ნაგებობა, რომელზეც ბევრს მსჯელობენ, სატაძრო კომპლექსია, დასრულებული სამსხვერპლოთი, რომელიც იუდეველთა სამეფოს არსებობის პერიოდში მოქმედებდა. ის სოლომონის მიერ იერუსალიმში აგებულ ტაძარზე ბევრად პატარაა, მაგრამ ამ წმინდა ნაგებობას ბევრი დეტალით ჰგავს. რატომ და როდის ააგეს არადის ტაძარი? რა დანიშნულება ჰქონდა მას? არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს ამ კითხვებზე მხოლოდ სავარაუდო პასუხები აქვთ.

      იეჰოვამ არაორაზროვნად უთხრა თავის ხალხს, რომ მხოლოდ იერუსალიმის ტაძარში უნდა აღენიშნათ დღესასწაულები და მხოლოდ იქ უნდა აღევლინათ შესაწირავები (კანონი 12:5; 2 მატიანე 7:12). ასე რომ, არადის ტაძრის აგება ღვთის კანონის დარღვევა იყო და, შესაძლოა, ის მაშინ ააშენეს, როდესაც ისრაელებმა, ღვთის ნების საპირისპიროდ, სხვაგანაც დაიწყეს მსხვერპლის აღვლენა და რელიგიური რიტუალების შესრულება (ეზეკიელი 6:13). თუ ასეა, ამ ცრუ თაყვანისმცემლობის ცენტრებს ან ხიზკია ან იოშია დაანგრევდა ძვ. წ. VIII—VII საუკუნეებში (2 მატიანე 31:1; 34:3—5, 33).

  • თელ არადი უტყვი მოწმე
    საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 ივლისი
    • [სურათი 25 გვერდზე]

      თელ არადის ტაძრის ნაწილი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება