-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინ, მის ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე. ტახტზე მჯდომი კი თავის კარავს გაშლის მათზე“ » (გამოცხადება 7:14ბ, 15).
-
-
უამრავი ხალხიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
25. ა) როგორ ასრულებს უამრავი ხალხი იეჰოვასთვის „მის ტაძარში წმინდა მსახურებას. . . დღე და ღამე“? ბ) როგორ „შლის“ იეჰოვა „თავის კარავს“ უამრავ ხალხზე?
25 გარდა ამისა, ისინი იეჰოვას გულმოდგინე მოწმეები ხდებიან და „მის ტაძარში წმინდა მსახურებას ასრულებენ მისთვის დღე და ღამე“. თქვენც ღვთისთვის მიძღვნილ უამრავ ხალხს შორის ხართ? თუ დიახ, მაშინ წილად გხვდათ პატივი, მუდმივად ემსახუროთ იეჰოვას მისი დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში. ცხებულთა ხელმძღვანელობით დღეს უამრავი ხალხი სამქადაგებლო საქმიანობის უდიდეს ნაწილს ასრულებს. ამ ჯგუფის ასობით ათასი წარმომადგენელი სრული დროით პიონერად მსახურობს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საქმის კეთებაც უწევთ. პიონერი ხარ თუ არა, შენ, როგორც ღვთისთვის მიძღვნილ მსახურსა და უამრავი ხალხის ერთ-ერთ წარმომადგენელს, უნდა გიხაროდეს, რადგან შენი რწმენისა და საქმეების გამო მართლად ხარ აღიარებული როგორც ღვთის მეგობარი, და მის კარავში სტუმრად ხარ მიწვეული (ფსალმუნი 15:1—5; იაკობი 2:21—26).
-