-
გაალამაზეთ სულიერი სამოთხე!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
თავის „ფეხსადგამთან“ მიმართებით მან შემდეგი სიტყვებიც თქვა: „მე განვადიდებ ჩემს ფეხსადგამს“ (ეს. 60:13). საინტერესოა, როგორ აკეთებს ის ამას? და, რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის, რომლებიც მის „ფეხსადგამზე“ ვცხოვრობთ?
2 ებრაულ წერილებში მოხსენიებულ ღვთის „ფეხსადგამში“ დედამიწის გარდა, ის ტაძარიც იგულისხმება, სადაც ისრაელები ღმერთს თაყვანს სცემდნენ (1 მატ. 28:2; ფსალმ. 132:7). ტაძარი დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს წარმოადგენდა. ამიტომაც ის იეჰოვას თვალში მეტად მშვენიერი იყო და იეჰოვას „ფეხსადგამს“ მიაგებდა დიდებას.
3. რა არის იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი და როდის დაიწყო მან ფუნქციონირება?
3 დღეს დედამიწაზე ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს ფიზიკური ტაძარი აღარ წარმოადგენს. ახლა ამ ფუნქციას სულიერი ტაძარი ასრულებს; ის იეჰოვას ნებისმიერ შენობა-ნაგებობაზე მეტად განადიდებს. რა იგულისხმება ამ „ტაძარში“? ეს ერთგვარი ღონისძიებაა, რომლის წყალობითაც ღმერთმა იესო ქრისტეს მიერ გაწეული მღვდლობისა და გაღებული მსხვერპლის საფუძველზე შეგვირიგა. ღვთის ეს ღონისძიება ახ. წ. 29 წელს ამოქმედდა, როცა იესო მოინათლა და ღმერთმა იგი თავისი დიდებული სულიერი ტაძრის მღვდელმთავრად დანიშნა (ებრ. 9:11, 12).
4, 5. ა) როგორ აღწერს 99-ე ფსალმუნი იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების დაუცხრომელ სურვილს? ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს?
4 ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ეს სულიერი ტაძარი, ამიტომ განვადიდებთ იეჰოვას — სახალხოდ ვაცხადებთ მის სახელს და ხოტბას ვასხამთ მსხვერპლად გაღებული თავისი ძის სიცოცხლის გამო. მართლაც, რა ამაღელვებელია, რომ დღეს 8 მილიონზე მეტი ჭეშმარიტი ქრისტიანი იეჰოვას სახელის განსადიდებლად ძალ-ღონეს არ იშურებს. ბევრი რელიგიის მიმდევართაგან განსხვავებით, რომელთაც სწამთ, რომ მხოლოდ სიკვდილისა და ზეცად ასვლის შემდეგ შეუდგებიან ღვთის განდიდებას, ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, დღესვე, დედამიწაზე განვადიდებთ ღმერთს.
5 ამგვარად ვბაძავთ ღვთის ერთგულ მსახურებს, რომლებიც მოხსენიებულნი არიან ფსალმუნის 99:1—3, 5—7-ში (წაიკითხეთ). როგორც ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, მოსე, აარონი და სამუელი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ერთგულად უჭერდნენ მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები იესოს თანამღვდლები გახდებიან ზეცაში, დღეს სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში ერთგულად მსახურობენ. მათ გვერდით მილიონობით „სხვა ცხვარი“ იღვწის (იოან. 10:16). მართალია, „მცირე სამწყსოსა“ და „სხვა ცხვარს“ განსხვავებული იმედი აქვთ, მაგრამ ისინი გაერთიანებულად სცემენ თაყვანს ღმერთს მის „ფეხსადგამთან“.
-
-
გაალამაზეთ სულიერი სამოთხე!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
7 მათი ვინაობა, ვინც იეჰოვამ მოიწონა და ვინც მას სულიერ ტაძარში ემსახურებოდა, 1919 წლისთვის გახდა ცნობილი. ისინი ამ დროისთვის უკვე სულიერად განწმენდილნი იყვნენ, რის წყალობითაც მათ შეეძლოთ ღვთისთვის კიდევ უფრო მოსაწონი სახით ემსახურათ (ეს. 4:2, 3; მალ. 3:1—4). ასე დაიწყო იმ წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც საუკუნეებით ადრე მოციქულმა პავლემ ხილვაში იხილა.
8, 9. რომელ სამ ასპექტს მოიცავს პავლეს მიერ ხილვაში ნანახი სამოთხე?
8 მიმოვიხილოთ პავლეს ხილვა, რომელიც ჩაწერილია 2 კორინთელების 12:1—4-ში (წაიკითხეთ). მოციქულის ზებუნებრივი ხილვა ერთგვარი წინასწარმეტყველება იყო. ეს ხილვა მომავალს ეხებოდა. რომელი სამოთხე იხილა პავლემ, როცა იგი „მესამე ცამდე იქნა ატაცებული“? პავლეს მიერ ნანახ სამოთხეში შეიძლება იგულისხმებოდეს ფიზიკური სამოთხე, რომელიც დედამიწაზე უნდა დამყარდეს (ლუკ. 23:43), სულიერი სამოთხე, რომელსაც მთელი სისავსით მხოლოდ ახალ ქვეყნიერებაში შევიგრძნობთ და კურთხევები, რომელიც ზეცაში, „ღვთის სამოთხეში“, იარსებებს (გამოცხ. 2:7).
9 მაშ, რატომ თქვა პავლემ, რომ „მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც ნებადართული არ . . . [იყო] ადამიანისთვის“? იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო იმის დრო, რომ პავლეს დაწვრილებით აეხსნა ხილვაში ნანახი დიდებული მოვლენები. მაგრამ დღეს უკვე „ნებადართულია“, ვილაპარაკოთ იმ კურთხევებზე, რითაც ღვთის ხალხი ტკბება.
10. რატომ არ ატარებს ერთსა და იმავე აზრს ფრაზები „სულიერი სამოთხე“ და „სულიერი ტაძარი“?
10 გამოთქმა „სულიერი სამოთხე“ ჩვენი თეოკრატიული ლექსიკონის განუყოფელი ნაწილია. ამ გამოთქმაში იგულისხმება ჩვენი უნიკალური, სულიერად მდიდარი გარემო, ანუ მდგომარეობა, რის წყალობითაც ღმერთთან და ჩვენს და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობით ვტკბებით. თუმცა არ უნდა დავასკვნათ, რომ ფრაზები „სულიერი სამოთხე“ და „სულიერი ტაძარი“ ერთსა და იმავე აზრს ატარებს. სულიერი ტაძარი იეჰოვას ღონისძიებაა, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერს მხარს. სულიერი სამოთხის წყალობით კი ამოიცნობიან ისინი, რომელთაც ღმერთი იწონებს და რომლებიც დღეს მის სულიერ ტაძარში მსახურობენ (მალ. 3:18).
11. რა პატივი გვხვდა წილად დღეს?
11 რაოდენ დიდი პატივია, რომ 1919 წლიდან მოყოლებული, იეჰოვამ არასრულყოფილ ადამიანებს დაგვრთო ნება, გვეთანამშრომლა მასთან — დაგვემუშავებინა, განგვემტკიცებინა და გაგვეფართოებინა სულიერი სამოთხის საზღვრები. პირადად თქვენ თუ შეგაქვთ წვლილი ამ დიდებულ საქმეში? გაძლევთ იეჰოვასთან თანამშრომლობა სტიმულს, რომ კვლავაც განადიდოთ მისი „ფეხსადგამი“?
-