-
იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშიაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
1, 2. ა) როდის ხედავს წინასწარმეტყველი ესაია ტაძრის შესახებ ხილვას? ბ) რატომ დაკარგა მეფე ყუზიამ იეჰოვას კეთილგანწყობილება?
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს“ (ესაია 6:1).
-
-
იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშიაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
3. ა) ნამდვილად ხედავს ესაია იეჰოვას? ახსენით. ბ) რას ხედავს ესაია და რატომ?
3 წინასწარმეტყველებაში ნათქვამი არ არის, სად იმყოფება ესაია, როდესაც ამ ხილვას ხედავს. მაგრამ ერთი რამ ცხადია — მის მიერ საკუთარი თვალით ნანახი მხოლოდ ხილვაა და არა ყოვლადძლიერის ნამდვილი სახე, რადგან „ღმერთი არასდროს არავის უნახავს“ (იოანე 1:18; გამოსვლა 33:20). შემოქმედი იეჰოვას დანახვა ხილვაშიც კი შიშის მომგვრელია. ამაღლებულ ტახტზე, რომლითაც ის მარადიულ მეფედ და მსაჯულად არის წარმოდგენილი, თვით უზენაესი მმართველი და ყველა კანონიერი ხელისუფლების დამდგენი ზის! მისი გრძელი და გაშლილი მოსასხამის კალთები მთელ ტაძარს ავსებს. ესაიას წინასწარმეტყველური მსახურება ევალება, რითაც იეჰოვას უზენაეს ძალაუფლებასა და სამართლიანობას განადიდებს. მსახურებისთვის მოსამზადებლად ის ღვთის სიწმინდის შესახებ ხილვას ხედავს.
4. ა) რატომ არის ხილვებში ნანახი და ბიბლიაში მოცემული იეჰოვას სახის აღწერილობა სიმბოლური? ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ესაიას ხილვიდან?
4 ეზეკიელის, დანიელისა და იოანესგან განსხვავებით, ესაია არ აღწერს იეჰოვას. თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა რამ იხილა ზეცაში (ეზეკიელი 1:26—28; დანიელი 7:9, 10; გამოცხადება 4:2, 3). მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყურადღება ამ ხილვების არსსა და მიზანზე უნდა გამახვილდეს. მათში პირდაპირი მნიშვნელობით არ არის აღწერილი იეჰოვა. ფიზიკურ თვალს არ შეუძლია სულიერის დანახვა, ხოლო ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გონებას — სულიერი სამყაროს აღქმა. ასე რომ, ხილვებში, უბრალოდ, ადამიანისთვის გასაგებად არის გადმოცემული საჭირო ინფორმაცია (შეადარეთ გამოცხადება 1:1). ესაიას ხილვაში ღვთის სახის აღწერა არ არის მნიშვნელოვანი. ხილვიდან წინასწარმეტყველი იგებს, რომ იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია, ის წმინდაა და ასევე წმინდაა მისი გადაწყვეტილებები.
-