-
იეჰოვაა ჩვენი უზენაესი უფალი!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
ჩვენ შევძლებთ ერთგულების შენარჩუნებას!
16. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ შევძლებთ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას?
16 ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას, შევინარჩუნოთ უმწიკვლობა და დავრჩეთ მისი ერთგული. პავლე მოციქულმა დაწერა: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანურისა, თანაც ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორ. 10:13). პავლეს სიტყვების თანახმად, რის გამო შეიძლება ვცდუნდეთ, და რა გამოსავალს მოგვცემს ღმერთი?
-
-
იეჰოვაა ჩვენი უზენაესი უფალი!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 ნოემბერი
-
-
20, 21. რა გამოსავალს გვაძლევს იეჰოვა განსაცდელის დროს?
20 იეჰოვა განსაცდელების დროს გაგვაძლიერებს და „გამოსავალსაც მოგვცემს“. მაგალითად, მოწინააღმდეგეები შეიძლება ფიზიკურადაც შეგვეხონ იმ მიზნით, რომ რწმენაზე უარი გვათქმევინონ. ასეთი მოპყრობის დროს შესაძლოა კომპრომისზე წავიდეთ, რომ თავი დავაღწიოთ ცემას, წამებას და სიკვდილსაც კი. 1 კორინთელების 10:13-ში მოცემული ღვთის შთაგონებით დაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ასეთი განსაცდელები დროებითია. იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადოთ. იგი რწმენას განგვიმტკიცებს და სულიერად გაგვაძლიერებს, რომ შევძლოთ ერთგულების შენარჩუნება.
21 იეჰოვა თავისი წმინდა სულით გვაძლიერებს. სწორედ წმინდა სული გვეხმარება, ბიბლიიდან გავიხსენოთ ის აზრები, რაც ცდუნების დასაძლევად ძალას მოგვცემს (იოან. 14:26). ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, განვაგრძოთ სწორი გზით სიარული. ჩვენ ყოველთვის მხედველობაში გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად ერთგულების შენარჩუნება. ბიბლიიდან მიღებული ცოდნა ბევრს დაეხმარა, სიკვდილამდე ღვთის ერთგული დარჩენილიყო. მაგრამ ეს მათ საკუთარი ძალით კი არ შეძლეს, არამედ იეჰოვამ შეაძლებინა, რომ არ აჰყოლოდნენ ცდუნებას და ბოლომდე ღვთის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. ღმერთი იმავეს გააკეთებს ჩვენს შემთხვევაშიც. იგი თავის ერთგულ ანგელოზებსაც იყენებს „იმათ მოსამსახურებლად . . . ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს“ (ებრ. 1:14).
-