საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
    • სანამ იმაზე საუბარს დავიწყებთ, თუ როგორ დავიცვათ თავი მისი ხრიკებისგან, მოდი ვნახოთ, თუ როგორ შეიყვანა ევა შეცდომაში და როგორი უშედეგო იყო მისი მცდელობა ღვთის ძესთან მიმართებაში.

      „ხორცის სურვილი“

      ევა „ხორცის სურვილმა“ დაღუპა (იხილეთ მე-7 აბზაცი)

      7. როგორ გამოიყენა ეშმაკმა „ხორცის სურვილი“ ევას შესაცდენად?

      7 ადამიანს აქვს საკვების მიღების ბუნებრივი მოთხოვნილება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შემოქმედმა დედამიწა ისე შექმნა, რომ მასზე საკვები უხვად ყოფილიყო. სატანა ცდილობს, ადამიანის ეს ბუნებრივი მოთხოვნილება იმისათვის გამოიყენოს, რომ ხელი შეგვიშალოს ღვთის ნების შესრულებაში. ვნახოთ, როგორ მოახერხა მან ეს ევას შემთხვევაში (წაიკითხეთ დაბადების 3:1—6 ). ეშმაკმა ევას უთხრა, რომ შეეძლო ეჭამა ნაყოფი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ და არ მოკვდებოდა; უფრო მეტიც, მან უთხრა, რომ შეჭამდა თუ არა ამ ნაყოფს, ღმერთის მსგავსი გახდებოდა (დაბ. 2:9). ამგვარად ეშმაკმა ევას მიანიშნა, რომ ღვთის მორჩილების გარეშეც იცოცხლებდა. მართლაც, რა მტკნარი სიცრუე იყო! რაკიღა ეშმაკმა მას ეს აზრი ჩააწვეთა, ევა არჩევნის წინაშე დადგა: ან უარი უნდა ეთქვა ამ შეთავაზებაზე, ან გაეგრძელებინა მასზე ფიქრი, სანამ სურვილი ნაყოფს არ გამოიღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის შუაგულში მდგომი აკრძალული ხის ნაყოფის გარდა ევას სხვა ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო, მან არ შეწყვიტა სატანის მაცდურ წინადადებაზე ფიქრი, „მოწყვიტა მისი ნაყოფი და შეჭამა“. ასე წარმოშვა სატანამ ევაში იმის მიღების სურვილი, რაც შემოქმედმა აუკრძალა.

      იესოს არ გამორჩენია მხედველობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი (იხილეთ მე-8 აბზაცი)

      8. როგორ შეეცადა ეშმაკი, გამოეყენებინა „ხორცის სურვილი“ იესოს შესაცდენად და რატომ დამთავრდა წარუმატებლად მისი მცდელობა?

      8 სატანა მსგავსი მეთოდით შეეცადა იესოს შეცდენას უდაბნოში. იესომ 40 დღე-ღამე იმარხულა, არაფერი უჭამია, ამიტომ ეშმაკი შეეცადა, შიმშილის გრძნობა მის შესაცდენად გამოეყენებინა. მან უთხრა იესოს: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, პურად იქცეს“ (ლუკ. 4:1—3). იესოს უნდა გადაეწყვიტა, ან უარი ეთქვა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად თავისი ძალის სასწაულებრივად გამოყენებაზე, ანდა კიდევ დაჰყოლოდა სატანის შემოთავაზებას. მან იცოდა, რომ ზებუნებრივი ძალა პირადი კეთილდღეობის მიზნით არ უნდა გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ იესო მშიერი იყო, მას საჭმელი ღმერთთან თავის ურთიერთობაზე მაღლა არ დაუყენებია. იესომ მიუგო მაცდურს: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“» (მათ. 4:4).

      „თვალთა სურვილი“

      9. რას ნიშნავს „თვალთა სურვილი“ და როგორ გამოიყენა ის ეშმაკმა ევას შესაცდენად?

      9 იოანემ სატანის მახეებს შორის „თვალთა სურვილიც“ მოიხსენია. ეს გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ რაიმეს მიღების სურვილი უბრალოდ ყურებით იწყება. სატანამ სწორედ „თვალთა სურვილი“ გამოიყენა, როცა ევას უთხრა: „თვალი აგეხილებათ“. ევა რაც უფრო მეტად უყურებდა აკრძალულ ნაყოფს, მით უფრო თვალწარმტაცი ხდებოდა ის მისთვის. ბოლოს დაინახა, რომ ხეს „თვალისთვის მიმზიდველი ნაყოფი ჰქონდა“.

      10. როგორ გამოიყენა ეშმაკმა იესოს შესაცდენად „თვალთა სურვილი“ და რა პასუხი მიიღო?

      10 მოდი ვნახოთ იესოს შემთხვევა. ეშმაკმა მას «აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას“» (ლუკ. 4:5, 6). იესოს პირდაპირი გაგებით მსოფლიოს ყველა სამეფო არ დაუნახავს თვალის დახამხამებაში; ეს იყო ხილვა. თუმცა, ალბათ, ეშმაკი ფიქრობდა, რომ ამ ხილვაში წარმოდგენილი სამეფოების დიდება მონუსხავდა ღვთის ძეს. სატანამ ურცხვად უთხრა უფალს: „თუ თაყვანს მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“ (ლუკ. 4:7). იესოს არანაირი სურვილი არ გააჩნდა იმისა, რომ ეშმაკის მოსაწონი პიროვნება გამხდარიყო. მან მყისვე მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (ლუკ. 4:8).

      „ქონებით ტრაბახი“

      11. როგორ მოატყუა სატანამ ევა?

      11 როდესაც მოციქული იოანე ქვეყნიერებაში არსებულ საცდურებზე საუბრობდა, მოიხსენია „ქონებით ტრაბახი“. როცა დედამიწაზე მხოლოდ ადამი და ევა ცხოვრობდნენ, ისინი, რა თქმა უნდა, ვერავისთან იტრაბახებდნენ ქონებით. თუმცა მათ სიამაყე გამოავლინეს. სატანამ საუბარში ევას მიანიშნა, რომ ღმერთი მას რაღაც კარგს უკავებდა. ეშმაკმა უთხრა, რომ რომელ დღესაც შეჭამდა ნაყოფს „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“, იმავე დღეს თვალი აეხილებოდა და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნე გახდებოდა (დაბ. 2:17; 3:5). ამგვარად სატანამ ევას ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების იდეა მიაწოდა. როგორც ჩანს, იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ დაიჯერა ევამ ეს ტყუილი, სიამაყე იყო. მან აკრძალული ნაყოფისკენ ხელი იმ იმედით გაიწოდა, რომ არასოდეს მოკვდებოდა. რამხელა უგუნურება იყო!

      12. კიდევ როგორ შეეცადა ეშმაკი იესოს შეცდენას და როგორ უპასუხა იესომ?

      12 ევასგან განსხვავებით, იესომ თავმდაბლობის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. ეშმაკი სხვა მეთოდითაც შეეცადა იესოს შეცდენას, მაგრამ მას ფიქრადაც არ მოსვლია ღვთის გამოცდა. ერთი რამ ცხადია: მასში სიამაყის ნატამალიც კი არ იყო. იესომ პირდაპირი და არაორაზროვანი პასუხი გასცა: «ნათქვამია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“» (წაიკითხეთ ლუკას 4:9—12).

  • იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
    • 15. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკის ცდუნებებს?

      15 ევა აჰყვა ეშმაკის ცდუნებას, იესომ კი სძლია მას. სამივე შემთხვევაში იესომ წმინდა წერილები მოიშველია და ვერაგს მიუგო: „დაწერილია“, „დაწერილია“, „ნათქვამია“. თუ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები ვიქნებით, შედეგად კარგად გვეცოდინება ღვთის სიტყვა და ცდუნების წინაშე ყოფნისას შევძლებთ საჭირო მუხლების გახსენებას, რომ შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება (ფსალმ. 1:1, 2). ბიბლიაში ჩაწერილ ღვთის ერთგულ მსახურთა მაგალითების ცოდნა დაგვეხმარება, მივბაძოთ მათ (რომ. 15:4). როცა ადამიანს უდიდესი პატივისცემა გააჩნია ღვთის მიმართ, უყვარს ის, რაც ღმერთს უყვარს და სულით ხორცამდე სძულს ის, რაც ღმერთს სძულს, ყოველმიზეზგარეშე დაცული იქნება (ფსალმ. 97:10).

  • იფიქრეთ, „როგორები უნდა იყოთ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
    • მანამდე კი ეშმაკი ჩვენ შესაცდენად კვლავაც გამოიყენებს იმას, „რაც ქვეყნიერებაშია“ და იმას, რითაც ის ევასა და იესოს შეცდენას შეეცადა. ნუ დაემსგავსებით ევას და ნუ აყვებით საკუთარ სურვილებს, რადგან ასე გამოვა, რომ თითქოს სატანას ვაღმერთებთ. რაც არ უნდა მიმზიდველი და მომხიბვლელი იყოს ეშმაკის სატყუარა, ჩვენ იესოს უნდა მივბაძოთ და უარვყოთ სატანის ნებისმიერი შემოთავაზება. დაე, თითოეული ჩვენგანი იყოს ისეთი პიროვნება, როგორსაც იეჰოვა ისურვებდა!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება