-
არასწორია ღვთის სახელის ხსენება?გამოიღვიძეთ! — 1999 | მარტი 8
-
-
საუკუნეების განმავლობაში იუდაიზმში ღვთის სახელს, იეჰოვას, იმდენად წმინდად თვლიდნენ, რომ არ შეიძლებოდა მისი ხსენებაa (ფსალმუნი 82:19 [83:19, აქ]). ბევრი ღვთისმეტყველი ამტკიცებდა, რომ დიდებული შემოქმედისადმი ასეთი მეგობრული მიმართვა უპატივცემულობა იყო და რომ ეს არღვევდა კიდეც ათიდან მესამე მცნებას, რომელიც კრძალავდა ‘უფლის სახელის ფუჭად დაფიცვას’ (გამოსვლა 20:7). ახ. წ. III საუკუნეში მიშნაში ნათქვამი იყო, რომ „მას, ვინც ღვთის სახელს წარმოთქვამს, წილი არ ექნება მომავალ ქვეყნიერებაში“ (სინედრიონი 10:1).
-
-
არასწორია ღვთის სახელის ხსენება?გამოიღვიძეთ! — 1999 | მარტი 8
-
-
მესამე მცნება
რა შეიძლება ითქვას ათიდან მესამე მცნებაში მოცემულ აკრძალვაზე? გამოსვლის 20:7-ში დამაჯერებლადაა ნათქვამი: „არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი“.
რას ნიშნავს ღვთის სახელის „ფუჭად“ დაფიცვა? იუდეველთა საგამომცემლო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნაშრომში ახსნილია, რომ ებრაული სიტყვა „ლაშშავ“, რომელიც ნათარგმნია სიტყვით „ფუჭად“, შეიძლება ნიშნავდეს სიტყვებს: „ცრუდ“, „ტყუილად“ ან „ამაოდ“. ამავე ნაშრომში ნათქვამია: „ამ [ებრაული სიტყვის] ორაზროვნების გამო ის შეიძლება ნიშნავდეს სასამართლო პროცესისას მოწინააღმდეგე მხარეების ცრუმოწმეობის, ცრუ ფიცის და ღვთის სახელის ზედმეტად ან არასერიოზულად გამოყენების უკანონობად გამოცხადებას [აკრძალვას]“ (The JPS Torah Commentary).
ამ იუდევლურ განმარტებაში სწორადაა აღნიშნული, რომ ‘უფლის სახელის ფუჭად დაფიცვაში’ ღვთის სახელის არასწორად გამოყენება შედის. მაგრამ სწორი იქნებოდა, თუ ღვთის შესახებ საუბრისას და ზეციერი მამისადმი ლოცვისას მისი სახელის ხსენებას „ზედმეტს ან არასერიოზულს“ დავარქმევდით? იეჰოვამ თავისი თვალსაზრისი ფსალმუნის 90:14-ში გამოხატა, სადაც ნათქვამია: „რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო ჩემი სახელი“.
-