-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორის
დაახლოებით ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ იოანე, პეტრე და იესოს ნახევარძმა იაკობი, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების „ბურჯებად ითვლებოდნენ“. ბიბლიაში ამ შეხვედრაზე დამსწრედ კიდევ ორი პიროვნებაა მოხსენიებული — მოციქული პავლე და მისი თანამსახური ბარნაბა. დღის წესრიგში იდგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეყოთ სამქადაგებლო მსახურებისთვის უზარმაზარი ტერიტორია. პავლემ აღნიშნა: „[მათ] მე და ბარნაბას თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გამოგვიწოდეს, რათა ჩვენ უცხოტომელებთან წავსულიყავით, ისინი კი — წინადაცვეთილებთან“ (გალატელები 2:1, 9)a.
როგორ უნდა გავიგოთ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება? დაყვეს მაშინ სასიხარულო ცნობის სამქადაგებლო ტერიტორია, ერთი მხრივ, იუდეველებითა და პროზელიტებით დასახლებულ ტერიტორიად და, მეორე მხრივ, სხვა დანარჩენი ერებით დასახლებულ ტერიტორიად? თუ ამ შეხვედრაზე გეოგრაფიულად დაყვეს ტერიტორია? ამ კითხვებზე ლოგიკური პასუხების საპოვნელად საჭიროა, ვიცოდეთ გარკვეული ინფორმაცია იუდეველთა დიასპორის, პალესტინის საზღვრებს გარეთ მცხოვრები იუდეველების, შესახებ.
იუდეველები პირველ საუკუნეში
რამდენი იუდეველი ცხოვრობდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველ საუკუნეში? მრავალი მეცნიერი იზიარებს ერთ–ერთ ნაშრომში მოცემულ აზრს, სადაც აღნიშნულია: „რთულია ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, მაგრამ დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ახ. წ. 70 წლისთვის ორ–ნახევარი მილიონი იუდეველი იუდეაში ცხოვრობდა, ხოლო ოთხ მილიონზე მეტი — რომის იმპერიაში იყო მიმოფანტული . . . სავარაუდოა, რომ იუდეველები მთელი იმპერიის დაახლოებით მეათედს შეადგენდნენ, ხოლო იმ ადგილებში, სადაც მათი დიასპორა უფრო მრავალრიცხოვანი იყო, მაგალითად აღმოსავლეთით მდებარე პროვინციებში, მოსახლეობის მეოთხედს ან მეტს შეადგენდნენ“ (Atlas of the Jewish World).
იუდეველები ძირითადად ცხოვრობდნენ აღმოსავლეთში — სირიასა და მცირე აზიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში. შედარებით მცირე ნაწილი კი ევროპაში იყო. პირველი საუკუნის ზოგი ცნობილი იუდეველი ქრისტიანი სამშობლოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობდა. ასეთები იყვნენ: კვიპროსელი ბარნაბა; ჯერ პონტოში, შემდეგ კი რომში მცხოვრები აკვილა და პრისკილა; ალექსანდრიელი აპოლოსი და ტარსოსელი პავლე (საქმეები 4:36; 18:2, 24; 22:3).
უცხოეთში მცხოვრებ იუდეველებს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. მაგალითად, ისინი ყოველწლიურად აგზავნიდნენ გადასახადებს იერუსალიმის ტაძარში და ამგვარად იღებდნენ მონაწილეობას ტაძრის ცხოვრებასა და იქ მიმდინარე თაყვანისმცემლობაში. ამასთან დაკავშირებით სწავლული ჯონ ბარკლეი აღნიშნავს: „არსებობს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ამგვარად ფულის შეგროვებას — რასაც მდიდრების მიერ გაღებული დამატებითი შესაწირავიც ემატებოდა — უცხოეთში მცხოვრები ებრაელები მთელი სერიოზულობით ეკიდებოდნენ“.
ათიათასობით იუდეველი პილიგრიმი იერუსალიმში ყოველწლიურად ჩადიოდა დღესასწაულებზე. ამას ცხადყოფს საქმეების 2:9—11–ში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შესახებ ჩაწერილი ცნობა. პილიგრიმები იერუსალიმში ჩადიოდნენ პართიიდან, ელამიდან, მესოპოტამიიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, აზიიდან, ფრიგიიდან, პამფილიიდან, ეგვიპტიდან, ლიბიიდან, რომიდან, კრეტიდან და არაბეთიდან.
იერუსალიმის ტაძრის ადმინისტრაციას მიმოწერა ჰქონდა უცხოეთში მყოფ ებრაელებთან. ცნობილია, რომ საქმეების 5:34–ში მოხსენიებულმა გამალიელმა, კანონის მასწავლებელმა, წერილები გაგზავნა ბაბილონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში. დაახლოებით ახ. წ. 59 წელს, როდესაც პატიმრობაში მყოფი მოციქული პავლე რომში ჩავიდა, მას „გავლენიანმა იუდეველებმა“ უთხრეს: „ჩვენ არც წერილები მიგვიღია იუდეიდან შენ შესახებ და არც ჩამოსული ძმებიდან უთქვამს რომელიმეს ცუდი შენზე“. აქედან ჩანს, რომ იერუსალიმიდან რომში ხშირად აგზავნიდნენ წერილებსა და ცნობებს (საქმეები 28:17, 21).
უცხოეთში მყოფი იუდეველები ებრაული წერილების ბერძნული თარგმანით, სეპტუაგინტით, სარგებლობდნენ. ერთ ნაშრომში ნათქვამია: «სრულიად დასაშვებია, რომ უცხოეთში მყოფი ებრაელები LXX–ს [სეპტუაგინტას] კითხულობდნენ და ემიგრანტი ებრაელების ბიბლიად ანუ „წმინდა წერილებად“ თვლიდნენ». ბიბლიის ამ თარგმანს ქადაგებისა თუ სწავლების დროს ფართოდ იყენებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანებიც.
იერუსალიმში არსებული ქრისტიანული ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ. სასიხარულო ცნობა უკვე ნაქადაგები იყო იუდეველებისთვის სირიაში თუ სხვაგან, მაგალითად დამასკოსა და ათენში (საქმეები 9:19, 20; 11:19; 15:23, 41; გალატელები 1:21). ახ. წ. 49 წელს შეხვედრაზე დამსწრეები, როგორც ჩანს, ქადაგების გავრცობაზე მსჯელობდნენ. მოდი განვიხილოთ ბიბლიური ადგილები, რომლებიც იუდეველებსა და პროზელიტებს შორის სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება.
პავლეს მოგზაურობები და იუდეველთა დიასპორა
მოციქულ პავლეს თავდაპირველი დავალება იყო, იესო ქრისტეს ‘სახელი გაეცხადებინა უცხოტომელებისთვის, მეფეებისა და ისრაელის ძეებისთვის’b (საქმეები 9:15). იერუსალიმში ჩატარებული ზემოთ მოხსენიებული შეხვედრის შემდეგ პავლე განაგრძობდა იუდეველების ძებნას ყველგან, სადაც კი მოგზაურობდა (იხილეთ მე–14 გვერდზე მოცემული ჩარჩო). ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ტერიტორიის დაყოფა გეოგრაფიული თვალსაზრისით ხდებოდა და არა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო ამ ტერიტორიაზე დასახლებული. პავლემ და ბარნაბამ მისიონერული მსახურება რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში განაგრძეს, ხოლო დანარჩენები სამშობლოში და რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ებრაელებით დასახლებულ დიდ ტერიტორიაზე მსახურობდნენ.
-
-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
სხვა დიდი ცენტრი, სადაც იუდეველები ცხოვრობდნენ, იყო ბაბილონი, რომელშიც იმ დროს პართია, მიდია და ელამი შედიოდა. ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ „ტიგროსისა და ევფრატის დაბლობზე, სომხეთიდან სპარსეთის ყურემდე, აგრეთვე ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებით კასპიის ზღვამდე და აღმოსავლეთით მიდიამდე — ყველგან სახლობდნენ ებრაელები“. „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, ამ ებრაელთა რიცხვი 800 000–ს ან მეტს შეადგენდა. პირველი საუკუნის ისტორიკოსი, იოსებ ფლავიუსი, მოგვითხრობს, რომ იერუსალიმში ყოველწლიურ დღესასწაულებზე ათობით ათასი ბაბილონელი ებრაელი ჩადიოდა.
მოინათლა ბაბილონელი პილიგრიმებიდან ვინმე ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? არ ვიცით, მაგრამ მათ შორის, ვინც იმ დღეს მოციქულ პეტრეს უსმენდა, იყვნენ შუამდინარეთელებიც (საქმეები 2:9). ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით ახ. წ. 62—64 წლებში მოციქული პეტრე ბაბილონში იყო. იქ ყოფნისას დაწერა მან თავისი პირველი და, შესაძლოა, მეორე წერილიც (1 პეტრე 5:13). ბაბილონი, სადაც მრავალი ებრაელი ცხოვრობდა, როგორც ჩანს, იყო იმ ტერიტორიის ნაწილი, სადაც დანიშნეს პეტრე, იოანე და იაკობი შეხვედრაზე, რომელიც გალატელთა მიმართ მიწერილ წერილშია მოხსენიებული.
-
-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
რის სწავლა შეგვიძლია?
როგორც ვხედავთ, პირველი საუკუნის ქრისტიანები ძალ–ღონეს არ იშურებდნენ, რათა ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ებრაელებთან ექადაგათ. ამავე დროს, პავლე და სხვები ევროპელ უცხოტომელებთანაც ქადაგებდნენ. ისინი ასრულებდნენ იესოს მითითებას, რომელიც მან თავის მიმდევრებს მისცა და მოწაფეებად ამზადებდნენ „ხალხს, ყველა ერიდან“ (მათე 28:19, 20).
მათი მაგალითიდან ვსწავლობთ, თუ რა მნიშვნელოვანია ორგანიზებულად ქადაგება, რათა იეჰოვას წმიდა სულის დახმარება მივიღოთ. აგრეთვე ვხედავთ, რამდენად სასარგებლოა მათთვის ქადაგება, ვინც ღვთის სიტყვას პატივს სცემს, და განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე მსახურება, სადაც იეჰოვას მოწმეები ცოტანი არიან. არის თქვენი კრების ტერიტორიიდან რომელიმე უბანი უფრო ნაყოფიერი? კარგი იქნებოდა ასეთი უბნების უფრო ხშირად დამუშავება. ტარდება თქვენი კრების ტერიტორიაზე რაიმე ღონისძიება, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნებოდა არაოფიციალურად და ქუჩაში ქადაგება?
-
-
ქრისტიანობის გავრცელება პირველი საუკუნის იუდეველთა შორისსაგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ოქტომბერი
-
-
a ეს შეხვედრა, ალბათ, იმ დროს შედგა, როდესაც პირველ საუკუნეში ხელმძღვანელმა საბჭომ წინადაცვეთის საკითხი განიხილა (საქმეები 15:6—29).
-